გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგი სპეციალობების მიხედვით:
სამართლის სკოლა:
სამართალი (სამოქალაქო, სისხლი, საჯარო სამართალი ) - 3 ვაკანტური ადგილი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნოერებათა სკოლა:
ფილოსოფია - 1 ვაკანტური ადგილი
საბუთების მიღება დაიწყება 1 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, 12:00-18:00 საათამდე
საკონკურსო საბუთების ნუსხა:
ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი
1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.
2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:
ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო საბჭოს წინაშე
ბ) გამოცდა:
3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:
ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;
ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:
გ) ზოგადი და კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:
4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (დანართი 1).
5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.
6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენსერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.