1. 2012-2013 სასწავლო წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხვისა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პრეტენდენტებს, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციას განახორციელებს სტუდენტური სერვისის სამსახური 2012 წლის 13 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის ჩათვლით, 12-დან 17 საათამდე);
3. პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება იხ. (ანკეტა-კითხვარი)
4. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:
5. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა (სამართლის სკოლა გასაუბრება, ბიზნესის და მართვის სკოლა ტესტირება) სპეციალობაში ჩატარდება 2012 წლის 19 სექტემბერს 12:00 საათზე, შესაბამის სკოლებში:
ა. სამართლის სკოლა;
კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილით:
გ. ბიზნესისა და მართვის სკოლა. საკითხები იხილეთ
გამოცდა (ტესტირება /გასაუბრება) უცხო ენაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება 19 სექტემბერს 16:00 საათზე.
6 . სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის – 2012 წლის 21 სექტემბერს.
7. რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ – 2012 წლის 21-დან 24 სექტემბრამდე.
სწავლა დაიწყება 3 ოქტომბერს