სტუდენტები, რომლებიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ( http://eqe.ge/ ) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელებენ რეგისტრაციას და მოიპოვებენ მობილობის უფლებას მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.
უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები
1. პირადობის მოწმობის ასლი
2. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟები)
3. ატესტატის ასლი
4. ეროვნული გამოცდის სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
5. აკდემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით
6. 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად.
7. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ასლი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.