ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კრიმინალისტიკის აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე
თარიღი და დრო: 24/01/2013 - 11:56 / ხუთშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კრიმინალისტიკის აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე.

 

პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი. პროგრამა განკუთვნილია 17 წელს ზემოთ, საბაზო განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირთათვის.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს:

 

** შემთხვევის ადგილის ნახაზის აგება

** კვალის აღმოჩენა

** ფიქსირება

** შეფუთვა

** პროცესუალურად გაფორმება

** ფოტოგრაფირება

** ვიდეო გადაღება და ..

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ კრიმინალისტის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტებულ დიპლომს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ კრიმინალისტის კვალიფიკაციით მუშაობა - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებში, პროკურატურაში, ადვოკატურასა და კერძო დეტექტიურ სააგენტოებში. სასწავლო მასალებს სრულად უზრუნველყოფს უნივერსიტეტი. ლექციები ჩატარდება FBI სტანდარტების შესაბამისად შექმნილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, უნივერსიტეტის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში.

 

პროგრამას უძღვება აშშ-ის საგამოძიებო ორგანოს (FBI) სერთიფიცირებული ტრენერი, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გია დეკანოზიშვილი.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 28 იანვრიდან 15 თებერვლამდე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

 

** საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)

** 9 კლასის ატესტატი ან ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან

** სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე)

** ფოტოსურათი 3x4 (4 ცალი CD დისკთან ერთად)

** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი

** არასრულწლოვანმა, ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. სააპლიკაციო ფორმას ავსებს მშობელი.

 

პროგრამის ღირებულებაა 2250 ლარი. შესაძლებელია თანხის გადანაწილება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ - სტუდენტური სამსახურის სერვისის უფროსს: ფიქრია ბერიძე p.beridze@gruni.edu.ge

ტელ: 2384406 (115)

მისამართი: ჯანო ბაგატიონის 6. III სართული.

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14665044

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By