საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სახელწიფო მოხელეები.
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო აკადემიური პროგრამა თავისი სტრუქტურით ერთ-ერთი უნიკალურია ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში. იგი ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სოციალურ და სამართლებრივ დარგობრივ მიმართულებებს. პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს დაეუფლონ ცოდნას არამარტო ეკონომიკური, პოლიტიკურ-სოციოლოგიური და სამართლებრივი თეორიების, პრინციპებისა და მეთოდების შესახებ, არამედ აღნიშნულზე დაყრდნობით გამოუმუშაოს მათ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული ცნობიერების ფორმირებას, ფუძემდებლური მენეჯერული და ეთიკური ღირებულებების გააზრებას საჯარო სექტორში სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში. შესაბამისად, მიღწეული კვალიფიკაცია განსაზღვრავს კურსდამთავრებულთა რეალიზაციის პერსპექტივას სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივ თვითმმართველობის აპარატის მთლიან სისტემაში, ისევე როგორც პოლიტიკურ თანამდებობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროგრამის სტრუქტურაში გათვალისწინებულია როგორც დამატებითი (Minor) პროგრამების არჩევის, ასევე კონცენტრირების განხორციელების შესაძლებლობა სახელმწიფო მმართველობის, მუნიციპალური მომსახურებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართულებით.
თუ გნებავთ რომ ჩვენს შესახებ მეტი გაიგოთ, შემოგვიერთდით ჩვენი სკოლის ოფიციალურ გვერდზე