ENG
სოსო ფხაკაძე
„ის ცოდნა, რომელიც აქ მივიღე - ჩემს პროფესიულ ასპარეზზე ძალიან წამადგა...“

ჩარიცხვის წესი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ თანახმად პროგრამაზე დასაშვებად აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოაგროვოს გამსვლელი ქულები. ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი კონკურსის შედეგებით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კოეფიციენტებით, რანჟირების წესით ჩარიცხულ სტუდენტების სიას  წარუდგენს  უნივერსიტეტს.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტენეტით შემდეგ მისამართზე: http://www.naec.ge/

 

პროცედურა:

1.  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემდეგ, გამსვლელი ქულების მიღების შემთხვევაში,  ეროვნული ცენტრი გაძლევთ გამოცდების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიღებული ქულებისა და სწავლის გაგრძელების უფლების მითითებით, რომელსაც წარმოადგენთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში.

 

თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
  • სერთიფიკატი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან

 

2. თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შედარდება ეროვნულ ცენტრის მიერ უნივერსიტეტში გამოგზავნილს და მიიღებთ აპლიკაციების ფორმების  პაკეტს, მათ შორის, ხელშეკრულებას.

 

3. დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის შემდეგ მოხდება თქვენი რეგისტრაცია და მიიღებთ პირად ნომერს (ეს უკანასკნელი სწავლის პერიოდში ხშირად დაგჭირდებათ). გადმოგეცემათ, აგრეთვე, სტუდენტისათვის სხვა საჭირი დოკუმენტები. ამ პროცედურის შედეგად, პრაქტიკულად, უკვე სტუდენტი ხდებით.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889346

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By