მომავალო კოლეგებო,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრიმინალისტიკის სკოლაში. დღევანდელ დღეს საქართველოში სამართალდამცავი და სასასამართლო სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, პროფესიონალი დეტექტივი და კრიმინალისტი თანამედროვე ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რთულად მოიძებნება.
სწორედ ამიტომ, კრიმინალისტიკის სკოლა მიზნად ისახავს მოამზადოს სპეციალისტები ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შექმნას ადეკვატური გარემო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტებისა და დეტექტივების აღსაზრდელად.
ყოველგავრი გადაჭარბების გარეშე, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი უნიკალურია, ამ ცენტრის ანალოგი დღესაც არ არის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, აღჭურვილია FBI სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის რესურსებს სიამოვნებით ვუთმობთ სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც.
სკოლა ახორციელებს კრიმინალისტის პროფესიულ პროგრამებს და მოკლევადიან პროფესიული გადამზადების კურსებს.
კრიმინალისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩვენ გთავაზობთ:
მხოლოდ აქ შეძლებთ პროფესიონალად ჩამოყალიბებას.
გისურვებთ წარმატებებს!