პროექტი N 1

 

საქართველოს მდგრადი განვითარების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები - გარემოს დაცვის სამართლის, სამშენებლო სამართლის და ენერგიის სამართლის ინსტიტუტების ანალიზი.

 

 

  1. გარემოს დაცვის სამართალი
  2. სამშენებლო სამართალი
  3. ენერგიის სამართალი 

 

 

პროექტის მოკლე აღწერა:

 

1. ,,მდგრადი განვითარების“ ცნება

,,მდგრადი განვითარება“ არის ინგლისური ტერმინის ,,სუსტაინაბლე დეველოპმენტ“ თარგმანი და აღწერს ისეთ განვითარებას, რომელიც შეესაბამება დღევანდელი თაობის ინტერესებს, დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნები ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალი თაობების შესაძლებლობებს. ტერმინი მოიცავს მდგრადი განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს და წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკური და მეცნიერული დისკუსიების ერთ-ერთი აქტუალურ თემას.

 

2. საერთაშორისო ასპექტები

1992 წლის 3-14 ივნისის რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო კონფერენციამ მდგრადი განვითარება გახადა სახელმწიფოთა გაერთიანებების, მსოფლიო ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკის მთავარ საერთაშორისო პრინციპად. ის გახდა რიოს დეკლარაციის მთავარი პრინციპი.

 

3. აქტუალური მდგომარეობა

2002 წლის იოანესბურგის მდგრადი განვითარების საერთაშორისო კონფერენციამ საფუძველი დაუდო თემის ახლებურ გააზრებას. აქცენტი გაკეთდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კონცეფციებსა და მეთოდებზე. გადაწყდა, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2015 წლამდე გამოიყოს დამატებით 980 მილიარდი ამერიკული დოლარი. ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების კონცეფციის რეალიზაციის მიზნით სწავლების პროცესის გააქტიურებაზე. 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღონისძიება – ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის“.

აღსანიშნავია მეცნიერების როლი აღნიშნული მიზნის მიღწევაში. ევროპის სახელმწიფოებში შეიქმნა მდგრადი განვითარების (საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო) ინსტიტუტები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მდგრადი განვითარების ძირითადი ასპექტების კვლევას და პრაქტიკული მექანიზმების დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

4. მდგრადი განვითარების ძირითადი ასპექტები

ათწლეულების მანძილზე გარემოს დაცვა და ეკონომიკა განიხილებოდა როგორც ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორები. თანამედროვე განვითარება ცხადყოფს, რომ შეიცვალაEმიდგომა ეკონომიკისა და ეკოლოგიის ურთიერმიმართებასთან დაკავშირებით. თანდათან ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ის რაც ეკოლოგიურად გონივრულია, ეკონომიურადაც განგრძობადი შედეგების მომტანია.

აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორ ფაქტორს შორის – გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება - არ არსებობს კონფლიქტი. დაპირისპირება არ ნიშნავს მათ შეუთავსებლობას. უფრო მეტიც, შეუძლებელია მათ შორის შეუთავსებლობის არსებობა, რამდენადაც ბუნებრივი გარემო არის ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი. პროდუქციის შექმნა საჭიროებს წიაღისეულს, საწარმოებს სჭირდებათ ტერიტორია და პროდუქციის პროცესი ზეგავლენას ახდენს გარემოზე, საწარმოო ნარჩენები იწვევს ბუნების კომპონენტებზე - წყალი, მიწა ჰაერი - ზემოქმედებას.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა შესაძლებელს ხდის ეკონომიკისა და ეკოლოგიის თავსებადობას. ამ თვალსაზრისით ეკოლოგიურ პოლიტიკას შეუძლია დიდი ზემოქმედება მოახდინოს ეკონომიკაზე. ის შეიძლება გახდეს:

- ინოვაციურობის პოლიტიკა;

- ინვესტიციისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის (ინვესტიციის) პოლიტიკა;

- დასაქმების პოლიტიკა.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს როგორ შეიძლება განვითარდეს გარემოს დაცვა, როგორც ეკონომიკური ფაქტორი, და, იმავდროულად, ადგენს თუ რა მინიმალური მოთხოვნები უნდა შესრულდეს ეკონომიკის მხრიდან.

თანამედროვე პერიოდში ვდგევართ ორი დიდი გამოწვევის წინაშე. ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისი განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ორი პრობლემა საჭიროებს ერთიან, კოორდინირებულ გადაწყვეტას.

ეკოლოგიური ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკა ემყარება მოსაზრებას, რომ დიდი ეკოლოგიური გამოწვევები იმავდროულად ეკონომიური ამოცანებია და პირიქით, ეკონომიკური განვითარება გარემოს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. მზარდი მოთხოვნილება ბუნებრივ რესურსებზე, რომლის მოცულობაც მცირდება და ფასი იზრდება, საფრთხეს უქმნის ერთდროულად, როგორც გარემოს, იმავდროულად ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას. კლიმატური ცვლილებების მიმართ პასიური დამოკიდებულება კაცობრიობას ეკონომიკურად უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეს ვიდრე აქტიური გარემოს დაცვის პოლიტიკა.

იმისათვის რომ ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების მაღალი დონე, თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი როგორც თანამედროვე განვითარებულ სახელმწიფოებში, ისე მესამე სამყაროს განვითარებად სახელმწიფოებში, აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა, ენერგისაა და ბუნებრივი რესურსების ხარჯვის შემცირების ერთობლივად მიღწევა. პროდუქციის პროცესის წარმართვისათვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ თვალსაზრისით გარემოს დაცვის პოლიტიკა იმავდროულად მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნის პოლიტიკაა: რამდენადაც იაფი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობა ზეგავლენას ახდენს წარმოების პროდუქტზე და კონკურენტუნარიანს ხდის საქართველოს, როგორც ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყანას.

ეკოლოგიური და ეკონომიკური ამოცანების დაახლოება ხსნის გზას ახალი შესაძლებლობებისაკენ: რესურსების ეკონომიკური ხარჯვაზე ორიენტირებულ პროდუქციაზე და პროცესებზე მზარდი მოთხოვნილება ზრდის მწვანე მომავლის ბაზაარს. ვისაც შეუძლია ამ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ის ქმნის გარანტირებულ სამუშაო ადგილებს. ამდენად, გარემოს დაცვის პოლიტიკა არის დასაქმების პოლიტიკა.

 

5. კვლევის ასპექტები

აუცილებელია გარემოს დაცვის, სამშენებლო და ენერგიის სამართლის კომპლექსური კვლევა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც თანაზომიერად გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვის ინტერესებს.

საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილში, რომელიც  ოფიციალურად ძალაში 2013 წლიდან შევა, ჩაიდო შემდეგი დებულება: “ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობას, ქვეყნის მდგრად განვითარებას საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.” საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი რეგულირდება 1996 წლიდან, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად საქართველოში ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი ჯერ არ შემუშავებულა.

დედაქალაქის დონეზე ამ საკითხს არეგულირებს 1998 წლის `საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ~ კანონის მე-12 მუხლის “ლ” პუნქტი, რომელიც ახსენებს დედაქალაქის განვითარების სტრატეგიას. ამ საკითხზე მუშაობა დედაქალაქის მთავრობაში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო წლებში გახდა. 

საქართველოს დედაქალაქის მდგრადი განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ თბილისში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20% ცხოვრობს. აქვე კონცენტრირებულია ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობები. მითუმეტეს, 2010 წლის 12 აპრილიდან ქალაქი თბილისი პირველი დედაქალაქი გახდა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც შეუერთდა ევროკავშირის ეგიდით მოქმედ ე.წ. `მერების შეთანხმებას~, რომელიც წევრ ქალაქებს ავალდებულებს სათბური გაზების 20%-მდე შემცირებას და ამ მიზნით შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. 

თბილისის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავებისთვის თბილისის მერიამ მუშაობა დაიწყო მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჰოლანდიელი ექსპერტები სწავლობენ თბილისში არსებულ სიტუაციას, ახორციელებენ არსებული მდგომარეობის ანალიზს. სტრატეგიის მომზდების პროცესის შემდეგი ეტაპია ღონისძიებათა გეგმის შემუშავება, რისთვისაც საჭიროა არსებული კანონმდებლობის ანალიზი, სამართლებრივი პრობლემებისა და საჭიროებების განსაზღვრის მიზნით.

წარმოდგენილი პროექტის ამოცანაა:

გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული პრობლემების განსაზღვრა, საკანონმდებლო ვაკუუმის დადგენა და შესაბამისი საკანონმდებლო რეკომენდაციების შემუშავება.

 

6. პროექტის განხორციელების შედეგები:

- დოქტორანტებისა და მაგისტრანტების კვლევის პროცესში ჩართვა და ამ გზით  მათი კვლევის უნარის ჩამოყალიბება; დარგის კვალიფიციური კადრების მომზადება.

- გარემოს დაცვის, სამშენებლო და ენერგიის სამართლის, როგორც ადმინისტრაციული სამართლის დარგების განვითარება, სასწავლო დისციპლინებად ჩამოყალიბება და მათი დანერგვა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში;

- უნივერსიტეტის ბაზაზე საკონსულტაციო ცენტრის შექმნა, რომელიც მომსახურებას გაუწევს სახელმწიფო ორგანოებს და კერძო სექტორს აღნიშნულ სფეროში მიუკერძოებელი და კვალიფიციური საექსპერტო დასკვნების მომზადების ფორმით.

- ინსტიტუტის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მინაწილეობას მიიღებს რეგიონალური პროექტების განხორციელებაში.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261027

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By