2010 წელს 3-4 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტთან (პროფ. ლალი ზაქარაძე) ერთად მოაწყო საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი თემაზე: "რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ (შ. ლ. მონტესკიე, ჟ. ჟ. რუსო, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ჰ. სპენსერი, ე. ფრომი)". სემინარის ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს პროფ. თენგიზ ირემაძემ, პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა, პროფ. ლალი ზაქარაძემ და ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ.