2013 წლის 7 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის (პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, ასისტ.-პროფესორი გიორგი თავაძე) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (პროფ. ლალი ზაქარაძე) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ახალი წიგნის – ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები. ბერჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში – პრეზენტაცია. ესეები ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა (სამეცნიერო რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, თბილისი, 2013 წ.). წინამდებარე წიგნი გამოიცა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმანის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
წიგნები საჩუქრად გადაეცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, სტუდენტებს, პროფესორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ბიბლიოთეკებს.