ENG

თამარ მანჯავიძე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის 2003 წლის კურსდამთავრებული, 2007 წლიდან მუშაობს საგანმანათლებლო კომპანია “Queen’s English”-ში დირექტორად.

 

“ჩემი სტუდენტობის 7 წელი “ალმა მატერთან” არის დაკავშირებული. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ამ უნივერსიტეტის სკოლა-ლიცეუმში. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

 

თავიდანვე თბილი და უშუალო გარემო დამხვდა. ახალ სიტუაციასთან შეგუება არ გამიჭირვებია, რაშიც ლექტორების თბილი დამოკიდებულება დამეხმარა. ლექტორების პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვიყავი, პიროვნულ და პროფესიულ ზრდას ყოველდღიურად ვგრძნობდი და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღვიძებდა ჩემში.

 

“ალმა მატერისგან” ძალიან ბევრი რამ მივიღე. ჩემი კარიერა, ფაქტობრივად, სტუდენტობის დასრულებისთანავე დაიწყო: 2003 წლიდან სკოლა ლიცეუმში დავიწყე მუშაობა ინგლისური ენის პედაგოგად, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის.

 

გარდა პროფესიული ზრდისა, აქ პიროვნულადაც გავიზარდე. ცოდნის მიღების გარდა „ალმა მატერმა“ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შემძინა, რომლებთანაც დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს.

 

ჩემთვის „ალმა მატერი“ მხოლოდ უნივერსიტეტი არ არის, დღემდე მეორე სახლად ვთვლი და აქ გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარია. „ალმა მატერი“ ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ბავშვისთვის იქცევა მასაზრდოებელ დედად.

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10887347

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By