ENG

შოთა გელანტია

2004 წელს ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატი 2009 წელს დავამთავრე და იმავე წელს დავიწყე მუშაობა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ მომსახურების ცენტრში, პროექტების მენეჯერად.

 

2010-2012 წწ. ვმუშაობდი შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მომსახურების ცენტრში; რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსად.

 

2012 წელს ვიყავი შპს "ჯი-ქეი გრუპის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

2012-2013 წწ. დავინიშნე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილედ.

 

რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ სამსახურს, ვმუშაობ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მარკეტინგის სამსახურის უფროსად.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხმა წელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს პროფესიულ კარიერაზე. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მიიღო ცოდნა და გახდე წარმატებული.

 

გამოცდილებამ მიჩვენა, რომ საქართველოს სამუშაო ბაზარზე კონკურენცია დიდია და ყოველდღიურად მატულობს საერთაშორისო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვი. კარგი საფუძველი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მივიღე და ყოველდღიური პროფესიული განვითარება მაძლევს საშუალებას თავაწეული ჩავდგე მათ რიგებში.

 

ჩემს შემთხვევაში პროფეისიისა და უნივერსიტეტის სწორმა არჩევამ კარგი შედეგი მომცა და დღეს მაქვს საშუალება უმაღლესი განათლებითა და ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილებით წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში.

 

განათლება, საწყისი ჯანსაღი აზროვნების, დიდწილად განაპირობებს ჩვენს წინსვლასა და წარმატებას და საფუძვლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას.

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264162

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By