ENG

მალხაზ ბაქრაძე

“ალმა მატერში” 2011 წელს ჩავირიცხე. ჩემი არჩევანი განაპირობა რამდენიმე გარემობამ. უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის სადოქტორო კვლევის თემატიკა ძალზე ორგანულად მიესადაგა ჩემს ძირითად სამუშაო საქმიანობასა და სამეცნიერო ინტერესებს. გარდა ამისა მივიღე ინფორმაცია ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორთა მაღალ კვალიფიკაციაზე, რაშიც შემდგომ პირადად დავრწმუნდი.

 

უნივერსიტეტის დოქტორანტურაში უკვე მესამე წლია, რაც ვსწავლობ. ამ ხნის განმავლობაში მოვისმინე და ჩავბარე მთელი რიგი სამეცნიერო კურსები ეკონომიკის /და არა მარტო/ სხვადასხვა სფეროებში. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე ჩემი ლექტორების უმაღლესი სამეცნერო და პედაგოგიური პოტენციალი. ამავე დროს მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო დეკანატისა და მთლიანად “ალმა მატერის” მეთოდური პერსონალის დიდი ყურადღება ჩემს და სხვა დოქტორნტების მიმართ.

 

ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემა არის: „კომპანიის განვითარების მართვა საინვესტიციო საქმიანობის მოდელირების საფუძველზე“, რომელშიც განხილულია კომპანიის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებების სელექცია მოდელირების მექანიზმის გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საინვესტიციო საქმიანობის მენეჯმენტის შემდეგ მიმართულებებზე: მართვის მიზნები; მართვის კრიტერიუმები – მიზნების რაოდენობრივი ანალოგი; მართვის ფაქტორები და მათზე ზემოქმედების მეთოდები – მართვის ობიექტის ელემენტები, კავშირები მათ შორის და ზემოქმედების ინსტრუმენტები; მართვის რესურსები – მატერიალური და ფინანსური რესურსები, ორგანიზაციული პოტენციალი, რომელთა გამოყენების შედეგად ხდება არჩეული მართვის სტრატეგიის განხორციელება და დასმული მიზნების მიღწევა.

 

ეს სამეცნიერო პრობლემატიკა ჩემთვის ძალიან აქტუალურია, რადგან ვმუშაობ კომპანია ”ჰიპ ჯორჯიას” ფინანსურ დირექტორად და ინოვაციებისა და ინვესტიციების მენეჯმენტი ჩემი მუდმივი ფიქრისა და ზრუნვის საგანია.

 

მთლიანად, თუკი გადავხედავ ჩემი და რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ურთიერთობის უკვე არც ისე მოკლევადიან ისტორიას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მყარი, აკადემიური ცოდნის გამავრცელებელი საგანმანათებლო და სამეცნიერო დაწესებულება.

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10887358

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By