ENG

ოთარ ანთია

2010 დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში საშუალება მომეცა, ორჯერ გავმხდარიყავი გაცვლითი პროგრამების კონკურსის გამარჯვებული და ერთი აკადემიური წელი მესწავლა ჯერ აშშ-ში ხოლო შემდეგ კი საბერძნეთში. იმაზე, თუ სად გავაგრძელებდი მაგისტრატურაში სწავლას ბევრი არ მიფიქრია, რადგან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იყო ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სთავაზობდა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსს - კონცენტრაციით ენერგო მენეჯმენტზე, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა ჩემი ინტერესის სფეროს.

 

ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მდგრადი განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მუშაობა დავიწყე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სწავლის პერიოდშივე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მაღალი ხარისხი მნიშვნელოვნად ეხმარება კურსდამთავრებულს შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციის მოპოვებაში. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურსი მაქსიმალურად არის მიახლოებული დასავლურ სტანდარტებთან, სალექციო კურსების თეორიული და პრაქტიკული ნაწილის მაღალი ხარისხი, პროფესორ-მასწავლებლების უაღრესი კომპეტენტურობა და ინოვაციური ხედვები და სტუდენტების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ადმინისტრაცია არის ის ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებულს ხდის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს.

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11278006

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By