2013 წლის ივლისში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში „Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსი) - მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით 2“ (EMINENCE 2). პროექტში მონაწილეობს პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტები.

 

აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

 

პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის II და III დონის სტუდნეტებმა, სამაგისტრო პროგრამის I დონის სტუდენტებმა, სადოქტორო პროგრამის I და II დონის სტუდენტებმა. აგრეთვე, აკადემიურ პერსონალს.

 

ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი უმასპინძლებს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს.

 

ვულოცავთ ყველა სტუდენტს და პროფესორ-მასწავლებელს ევროკავშირის ერაზმუს მუნდუსის პროექტში კიდევ ერთ გამარჯვებას.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10923016

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By