მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროგრამული მიმართულების ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილე მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის 16 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

 

2. პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება იხ. (ანკეტა-კითხვარი)

 

3. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემგდეგ (გააქტიურდება 7 სექტემბრიდან) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ)
  3. 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
  4. სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის
  5. CV თანდართული ფორმით იხ.

 

შენიშვნა: მხოლოდ 2014-15 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის! დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

ს.ს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი - BAGAGE22

მიმღების დასახელება - შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი’’

საიდენტიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE53BG0000000854652500

 

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეთ აქ

 

4. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2015 წლის 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, შესაბამის სკოლებში:

 

ა. სამართლის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო სამართალი
  2. კერძო სამართალი
  3. სისხლის სამართალი

 

ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა (ტესტირება). საკითხები იხილეთ

 

გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:

  1. საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ერთობლივი ქართულ-გერმანული პროგრამა, სწავლება ქართულ-ინგლისურ ენებზე)
  2. გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა (ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროგრამა, სწავლება ინგლისურ ენაზე)

 

გამოცდა (ტესტირება /გასაუბრება) უცხო ენაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება 2015 წლის 23 სექტემბერს 15:00 საათზე.

 

5. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - 2015 წლის 28 სექტემბერი;

 

6. სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2015 წლის 28 სექტემბერიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

7. რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2015 წლის 1 ოქტომბერისა.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13535842

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By