პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი  აცხადებს მიღებას და სტუდენტთა რეგისტრაციას პროფესიული განათლების შემდეგ პროგრამებზე:

 

  • კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპი) III საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი;
  • კრიმინალისტი IV საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი;
  • კრიმინალისტი (კრიმინალისტ-დეტექტივი) V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი;

 

ერთი წლის სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე  შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს. 

 

ყოველი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის  დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ  შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.

 

ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).

 

პროგრამაზე ჩრიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • 9 კლასის ატესტატი ან ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან
    ( მხოლოდ მესამე საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის);
  • IV- V საფეხურზე  რეგისტრაციის  შემთხვევაში წინა საფეხურის შესაბამისი კვალიფიკაციის  დიპლომი;
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთდ;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, საკმარისია უნივერსიტეტის სახელწოდების დასახელება ან გადმორიცხვა სხვა ბანკის ფილიალიდან მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

 

ს.ს „საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება:  შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი''

საიდენტიფიკაციო კოდი:  200002120

ანგარიშსწორების   ანგარიში:  GE53BG0000000854652500

 

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე-სტუდენტური სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: 
p.beridze@gruni.edu.ge   ტელ: (+995 32) 38 44 06 (107

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13737470

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By