დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგი სპეციალობების მიხედვით:

 

სამართლის სკოლა:

სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) – 13  ვაკანტური ადგილი 

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნერებათა სკოლა:

ფილოსოფია - 2 ვაკანტური ადგილი

 

პოლიტიკის მეცნიერებები- 3 ვაკანტური ადგილი

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

ბიზნესის ადმინისტრირება - 3 ვაკანტური  ადგილი

 

საბუთების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 15  სექტემბიდან 25  სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე.

 

საკონკურსო საბუთების ნუსხა:

 

 

 შენიშვნა: საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების   დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რეგიისტრაციის  საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

ს.ს „საქართველოს ბანკი"

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება:  შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი''

საიდენტიფიკაციო კოდი:  200002120

ანგარიშსწორების   ანგარიში:  GE53BG0000000854652500

 

ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:

 

  • სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) - 4500 ლარი
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი) - 3900 ლარი
  • პოლიტიკის  მეცნიერებები - 3500 ლარი
  • ფილოსოფია - 3500 ლარი

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

 

1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.

 

2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:

 

ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს  1 ოქტომბრისა.     

 

ბ) გამოცდა:

  • ერთ-ერთ ევროპულ ენაში (სავალდებულო).

 

3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:

 

ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;

 

ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:

  • თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
  • დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას

 

გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:

  • ანალიზისა და სინთეზის უნარს
  • პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად განვითარების უნარს
  • წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის და/ან კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.

 

4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს(დანართი 1).

 

5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.

 

6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

საკონტაქტო პირი: სტუდენტური სერვისის სამსახურის უფროსი:  ფიქრია ბერიძე ტელ. 38 44 06 (107); ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14006188

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By