გადაცემაში „ჩვენი დილა“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი გია დეკანოზიშვილი

გურამ როსტიაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

დაიბადა 1981 წლის 21 ნოემბერს თბილისში.

 

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, მიენიჭა ექსპერტ ქიმიკოსის კვალიფიკაცია და ბაკალავრის ხარისხი.

 

2002 - 2003 წ.წ. მუშაობდა შ.ს.ს. სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში პოლიციელად.

 

2004 - 2006 წ.წ. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილებაში სტაჟიორად, შემდეგ ექსპერტის თანამდებობაზე (ბოჭკოვანი მასალებისა და მათი ნაკეთობების ექსპერტიზა).

 

2006 - 2008 წ.წ. იყო შ.ს.ს. საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ დაქტილოსკოპიური კვლევისა და კარტოთეკის ექსპერტი.

 

2007 წელს გავლილი აქვს შ.ს.ს აკადემიაში კრიმინალისტის თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი. სერთიფიცირებულია Forensic Science Consulting & Technical Assistence მიერ Case Documentation Seminar და Evidence Packaging Seminar-ში.

 

2008 წლიდან დღემდე არის არასამეწარმეო იურიდიულ პირის საქართველოს დამოუკიდებელ საექსპერტო კვლევით ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

 

2008 წლიდან დღემდე არის შ.პ.ს ჯეო-იმპორტის დამფუძნებელი და დირექტორი.

 

2011 წელს დაამთავრა გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პროცესი, ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია და მაგისტრის ხარისხი.

 

2012-2013 სასწავლო წლიდან არის გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში, კრიმინალისტიკის სკოლის პედაგოგი (მიწვეული სპეციალისტი), მიჰყავს სალექციო კურსი დაქტილოსკოპიასა და სასამართლო ფოტოგრაფიაში.

 

2014 წლიდან არჩეულ იქნა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასამართლო მეცნიერებების ასოცირებულ პროფესორად.

 

გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო ნაშრომი

 

მშობლიური ენის გარდა ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10933672

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By