გადაცემაში „ჩვენი დილა“
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში - კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფესორი გია დეკანოზიშვილი

დიმიტრი სიმონიშვილი

დიმიტრი სიმონიშვილი დაიბადა 1960 წლის 18 აპრილს თბილისში.

 

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, მიენიჭა რადიო ინჟინერის კვალიფიკაცია.

 

1983 წლიდან მუშაობს შსს ვაკე-საბურთალოს არასაუწყებო დაცვის განყოფილების ინჟინრად.

 

1984 წლიდან გადაყვანილი იქნა საქართველოს შსს არასაუწყებო დაცვის სამმართველოში ინსპექტორ-ინჟინრად.

 

1988 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში სპეციალური ოპერატიული ტექნიკის მასწავლებლის, შემდეგ უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე.

 

1991 წლიდან დაინიშნა სპეციალური ტექნიკის, კრიმინალისტიკის და კომპიუტერული ტექნიკის ციკლის უფროსად, ამავე პერიოდში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.

 

1993 წელს ამთავრებს პოლიციის აკადემიას და ენიჭება იურისტის კვალიფიკაცია.

 

1999 წელს გადაყვანილი იყო შსს პოლიციის აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროს მასწავლებლად, რის შემდეგ, 2005 წლამდე აგრძელებს მუშაობას შსს პოლიციის აკადემიაში. 2006 წლიდან წელთა ნამსახურებით გადის პენსიაში.

 

მშობლიური ენის გარდა კარგად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენას.

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11278097

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By