სამეცნიერო კონფერენცია „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“

2013 წლის 16 ნოემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მოწვევით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“. კონფერენცია გაიმართა ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სკოლის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება, ქალაქ ფოთის განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

 

კონფერენციაზე შემდეგი მოხსენებები იქნა წარმოდგენილი:

 

პროფ. თენგიზ ირემაძე - ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი თავისებურებანი.

სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო აზროვნება.

 

პროფ. დოდო ლაბუჩიძე - „ევროპეიზმი“ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში

 

პროფ. ლალი ზაქარაძე - დავით გურამიშვილი: ფილოსოფიისა და პოეზიის დიალოგი

 

პროფ. თენგიზ ირემაძე -ანტონ ბაგრატიონი და მისი ფილოსოფიური სკოლა

 

პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი - დავით ბაგრატიონის ბუნების ფილოსოფია და ლოგიკა

 

პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - იოანე ბაგრატიონის სოკრატული სიბრძნისმეტყველება

 

პროფ. ლალი ზაქარაძე —  იონა ხელაშვილი - დიდი ქართველი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე

 

ასოცირებული მკვლევარი გიორგი ხუროშვილი - ალექსანდრე ამილახვარი: „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის  ქართულ აზროვნებაში

 

აკადემიკოსი გურამ თევზაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, - სოლომონ დოდაშვილის მშვიდობის ფილოსოფია

 

ასოც. პროფ. გიორგი ხეოშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - გაბრიელ ქიქოძის ფილოსოფიური კონცეფცია

 

ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძე - „კავკასიური ფილოსოფიის“ კონცეპტის მნიშვნელობა ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალური დონისთვის

 

კონფერენციის შემდეგ, მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოინახულეს  ფოთისა და ხობის ეპარქიის ღირსშესანიშნაობები.

 

გამოხმაურება - „საპატრიარქოს უწყებანი“

 

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11260426

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By