გთავაზობთ ტრენინგს დასაქმების ხელშეწყობისა და სათანამშრომლო უნარების გასავითარებლად
16-22 დეკემბერს დასაქმების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ტრენინგ - კურსს, რომელიც განკუთვნილია მათთვის ვინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითგანვითარებას და ეფექტური ურთიერთობების აგებას, შემდგომი წარმატებებისათვის.
ტრენინგის მიზანია მონაწილეები აღჭურვოს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ გაუადვილებთ რეალურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, განსაზღვრონ სასურველი სამუშაო და ეფექტურად წარადგინონ თავი სასურველ სამუშაო ადგილზე.
გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც თქვენი დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის
თემატიკა:
ტრენინგზე მიღებული ცოდნა შეფასდება ტესტირების შედეგად და გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგს ჩაატარებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ლია ყანჩაველი.
გთავაზობთ ტრენინგის ჩატარების გრაფიკს:
16, 17 და 18 დეკემბერს - 18.30 საათიდან 20 საათამდე; აუდიტორია N 401
21 დეკემბერს -12.00 საათიდან 16.00 საათამდე; აუდიტორია N 401
ტრენინგ-კურსი უფასოა
მსურველებმა მიმართეთ დასაქმების ცენტრს.
გისურვებთ წარმატებებს!
საკონტაქტო პირი:
თამარ თავხელიძე
ელ.ფოსტა: t.tavkhelidze@gruni.edu.ge
მობ. 595 505 332
ქეთევან კიტოვანი
ელ. ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge
საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრი, IV სართული