სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს

გთავაზობთ ტრენინგს დასაქმების ხელშეწყობისა და სათანამშრომლო უნარების გასავითარებლად

 

 

16-22 დეკემბერს დასაქმების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ტრენინგ - კურსს, რომელიც განკუთვნილია მათთვის ვინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს თვითგანვითარებას და ეფექტური ურთიერთობების აგებას, შემდგომი წარმატებებისათვის.

 

 

ტრენინგის მიზანია მონაწილეები აღჭურვოს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ გაუადვილებთ რეალურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, განსაზღვრონ სასურველი სამუშაო და ეფექტურად წარადგინონ თავი სასურველ სამუშაო ადგილზე.

 

 

გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც თქვენი დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის

 

 

თემატიკა:

 

  • რეზიუმეს (CV) შედგენის სწავლება;
  • სამოტივაციო წერილის დაწერა;
  • ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • თვითპრეზენტაცია;
  • ინტერვიუზე ქცევის წესები;
  • გუნდური მუშაობის პრინციპები და თანამშრომლობითი ქცევა;
  • კონფლიქტი და მისი ალტერნატიული მოგვარების გზები;
  • ასერტიულობა; სამუშაოს მოძიების რესურსი;
  • კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური;
  • მოლაპარაკების ხელოვნება - დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • მათემატიკური უნარ-ჩვევები.

 

ტრენინგზე მიღებული ცოდნა შეფასდება ტესტირების შედეგად და გაიცემა სერტიფიკატი.

 

ტრენინგს ჩაატარებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ლია ყანჩაველი.

 

 

გთავაზობთ ტრენინგის ჩატარების გრაფიკს:

 

16, 17 და 18 დეკემბერს - 18.30 საათიდან 20 საათამდე; აუდიტორია N 401

21 დეკემბერს -12.00 საათიდან 16.00 საათამდე; აუდიტორია N 401

 

ტრენინგ-კურსი უფასოა

მსურველებმა მიმართეთ დასაქმების ცენტრს.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

საკონტაქტო პირი:

 

თამარ თავხელიძე

ელ.ფოსტა: t.tavkhelidze@gruni.edu.ge

მობ. 595 505 332

 

ქეთევან კიტოვანი

ელ. ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge

საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრი, IV სართული

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889058

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By