ENG

სიმბოლოს აღწერა

დათვი სხვადასხვა დროს, სხვადახვა ქვეყანაში ძლიერების სიმბოლოდ ითვლებოდა.

 

დათვი სკანდინავიაში, ვოდანის, ოდინის (ძველ გერმანელთა მითიური სისტემის უზენაესი ღმერთი, ქვეყნიერების მომწესრიგებელი) ერთ-ერთი განსახიერება იყო. ბრყინვალე გმირი ბერსერკერსი დათვის ტყავით იმოსებოდა. ძველბერძნული ქალღმერთი არტემიდეც დათვის ტყავით იყო შემოსილი, ასევე იმოსებოდნენ არტემიდეს ტაძრის ქალწული ქურუმები.

 

დათვი უკავშირდება ძველბერძბულ თორს (სკანდინავიურ მითოლოგიაში ელვისა და ქუხილის ღმერთი)

 

შუა საუკუნეების ქრისტიანული ეკლესია დათვს ქრისტიანობის სიმბოლურად გადმოცემისთვის იყენებდა, ისევე, როგორც დედა დათვი თავის „უფორმო მასად“ დაბადებულ ბელს ხანგრძლივი ლოკვით აძლევს ფორმას, ქრისტიანული ეკლესიაც ფორმას აძლევს ადამიანის სულიერ ყოფიერებას.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სიმბოლო, 2013 წლიდან, არის დათვი, სწორედ ქრისტიანული ეკლესიაში მისი სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე: ისევე, როგორც რელიგია ადამიანის სულიერ ყოფიერებას აძლევს ფორმას და ეს პროცესი ქრისტიანულ სარწმუნოებაში სიმბოლურად გაიგივებულია დედა დათვის ქცევასთან (რომელიც თავის ახალშობილ „უფორმო“ ნაშიერს ლოკვით უყალიბებს ფორმას), უნივერსიტეტიც, სადაც მომავალი თაობა ეუფლება პროფესიას, ღებულობს უმაღლეს  აკადემიურ განათლებას, პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცნობიერის, გონის, აზროვნების, ახლებური მსოფლმხედველობის ფორმირებასთან, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასთან.

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11272515

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By