ENG



2001 წელი - მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (იმ დროისათვის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე) ეწვია უნივერსიტეტს, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ალმა მატერი ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მან სტუდენტებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ გამოთქვა.

 

2001 წელი - განხორციელდა პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკვირაო სკოლა“, რომელმაც გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება ,,საქართველოს” კონკურსში.

 

2001 წელი - უნივერსიტეტში ხორციელდება ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის სისტემის გარდაქმნას ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

 

2001 წელი - უნივერსიტეტის პედაგოგები TEMPUS TACIS-ის პროექტის ფარგლებში სტაჟირებას გადიან ინგლისისა და შვედეთის უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი ივსება, აგრეთვე, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ახალგაზრდა სპეციალისტებით.

 

2001 წელს - პრაღის ამერიკულ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნივერსიტეტმა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება უფასოდ გააგზავნოს ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები PhD ან MPA – ის პროგრამებზე პრაღაში.

 

2001 წელი – ხორციელდება გაეროს პროგრამა ,,გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა”. აღნიშნული კურსი იკითხება სულ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

 

2002 წელი – UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია დასახელებული.

 

2002 წელი - ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, კრიმინალისტიკის დისციპლინებში ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.

 

2002 წელი - უნივერსიტეტი აფუძნებს მეორე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, აღჭურვილს თანამედროვე ტექნიკით. იგი მინისტრის ბრძანებით აღიარებულია სახელმწიფო სარეზიდენტურო ბაზად და მიეცა ლიცენზია პოსტდიპლომური განათლების განხორციელების უფლებაზე.

 

2002-2003 წლები - სიეტლის კოლეჯთან განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა საბუღალტრო აღრიცხვაში.

 

2003 წელი - მთავრდება ევროკავშირის პროექტი. უნივერსიტეტი, მონიტორინგის შედეგად, უმაღლეს AA შეფასებას იღებს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, მთლიანად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე, დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).

 

2003 წელი - განხორციელდა პროექტი „ევროპული დიდაქტიკა“, რომელმაც გაიმარჯვა ფონდი ,,ღია საზოგადოება ,,საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში. პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი (ავტორები – პროფესორი მამუკა თავხელიძე, პროფესორი ბელა გომელაური).

 

2003 წელი - დაიდო ხელშეკრულება აშშ-ს საერთაშორისო პროგრამების საბჭოსთან, რომელიც ითვალისწინებს სტაჟირებას შეერთებულ შტატებში 4 თვით, ხელფასისა და ბინის უზრუნველყოფით, აგრეთვე, კურსდამთავრებულთათვის სამუშაო სპეციალობით 18 თვემდე, ასევე, ხელფასითა და ბინის უზრუნველყოფით.

 

2003 წელი - განხორციელდა ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთობლივი კვლევითი პროექტი. საქართველოდან მონაწილეობდა მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც იკვლევდა პოსტსაბჭოურ სივრცეში ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს.

 

2003 წელი – უნივერსიტეტი მიწვეული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. რექტორი, პროფესორ მამუკა თავხელიძე აირჩეულ იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.

 

2004 წელი - უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ყოველი პარამეტრით იგი 13,6-ჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმატივებს.

 

2004 წელი - ჯორჯიის უნივერსიტეტთან (აშშ) განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა ინგლისურ ენაში, ტერორიზმში, ამერიკულ სახელმწიფო მართვასა და ეკოლოგიურ პოლიტიკაში. პროექტი 75 % დააფინანსა ამერიკულმა მხარემ. ჯორჯიის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორი იყო ვანესა ჰოლტი და პროფესორი სილვია მაკლორინი. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცა აშშ-ს კულტურის ატაშემ ქალბატონმა როენა ქროს-ნაჯაფმა.

 

2004 წელი - უნივერსიტეტში, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის 4 თვის განმავლობაში მასტერკლასები, ლექციები, პრეზენტაციები, ჩაატარა აშშ ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორმა ბევერლი მერიკმა. ნებრასკას უნივერსიტეტში გამოიცა სტუდენტური გაზეთი THE HOME მორიგი ნომერი, რომელიც შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.

 

2004 წელს შვეიცარიის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.

 

2005 წელი - უნივერსიტეტი იღებს მისი აღმატებულების, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილს, რომელშიც იგი კმაყოფილებას გამოთქვამს წიგნის „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ გამოცემით და მადლობას უხდის უნივერსიტეტს ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.

 

2005 წელი - უნივერსიტეტი იღებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის წერილს, რომელშიც იგი მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ და გამოხატავს მადლიერებას რექტორისა და რედაქტორების მიმართ ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.

 

2005 წელი - კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა სფეროში. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.

 

2005 წელი - ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, ფულბრაიტის უფროსმა სპეციალისტმა ბევერლი მერიკმა 6 კვირიანი სალექციო და სასემინარო ციკლი ჩაატარა მასობრივ კომუნაკაციაში. პროექტში მონაწილეობდნენ ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობის სტუდენტები. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

2005-2006 წელი - საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ადამიანის უფლებათა სფეროში სტუდენტი-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პროგრამა.“ პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.

 

2006 წელი - უნივერსიტეტი მეორედ იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ის კერძო სასწავლებლებს შორის, მისაღები კონტინგენტის ყველაზე მაღალ ქვოტას იღებს - 333 სტუდენტი.

 

2006 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნიუვალდეგის ინსტიტუტის (ავსტრია) მიერ ჩატარებულ კონფერენციაში „კულტურის საფუძვლები“. პროექტი დაფინანსდა ნიუვალდეგის ინსტიტუტის მიერ.

 

2006 წელი - საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი “სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების“ შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ექიმ-სტომატოლოგთა მომზადების დონით.

 

2006 წელი - საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ალექსანდე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) პუბლიკაციას, სადაც აღნიშნულია რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შესულია World List of Universities-ში (მსოფლიო უნივერსიტეტების კატალოგი) და აღიარებულია გერმანიაში.

 

2006 წელი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა, რომელიც ანაპოლისში მდებარე St.John`s-ის უნივერსიტეტის პროგრამაზეა დაფუძნებული, იგი მიიჩნევა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიბერალური განათლების უნივერსიტეტად და St.John`s-ი ახალი გელათის აკადემიის პროგრამის ოფიციალური პარტნიორია. მენეჯმენტის, ადმინისტრერების და ლიდერობის სწავლება დაფუძნებულია ლიბერალური განათლების მიდგომაზე, რომელიც ბაკალავრიატის ძირითადი ფორმაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლების ძირითადი ენა ინგლისურია. ხოლო ქართული ლიტერატურა, ისტორია და მართლმადიდებლური თეოლოგია ისწავლება ქართულად.

 

2007 წელი - უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი ,,ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

2007 წელი - უნივერსიტეტი იწყებს უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებას, ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამით სტუდენტთა მიღებას, რაც ნიშნავს ერთდროულად ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას.

 

2007-2008 წლები - უნივერსიტეტში განხორციელდა სამეცნიერო პროექტი ,,ფედერალისტები და სამოქალაქო განათლების პრობლემები საქართველოში”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების მცირე გრანტების დემოკრატიის კომისიის მიერ.

 

2008 წელი - დაიდო ხელშეკრულება ბუკოვინას სახელმწიფო ფინანსურ აკადემიასთან (უკრაინა), რომელიც ითვალისწინებს სხვასახვა სახის სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას.

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ანაპოლისის წმინდა იოანეს კოლეჯისა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ახალი გელათის” აკადემიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სემინარები. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG” (საქართველოში ლიბერალური განათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია) მიერ.

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ლექცია თემაზე ,,კრიმინოლოგია – რეალობა და პერპექტივები”, რომელშიც მონაწილეობდა შეერთებული შტატების კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,(ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა”. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სენტ ჯონსის კოლეჯის (ანაპოლისი, აშშ) წარმომადგენლები.

 

2008 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) სრული წევრი, რის შედეგადაც უნივერსიტეტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მონაწილეობა ამ ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში და იყოს პრივილეგირებული პარტნიორი მათ პროექტებში.

 

2008 წელი - დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან STUDDEX, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამის პროგრამაზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სწავლის გასაგრძელებლად. http://www.studdex.com/university/university-of-grigol-robakidze/4820/

 

2008 წელი - უნივერსიტეტი აფართოვებს საერთაშორისო თანამშრომლობას. იწყება ქართულ-ამერიკული პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს აშშ ჯონსის უნივერსიტეტთან ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, ამ უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.

 

2008 წელი - უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტთა და პროფესორთა საერთაშორისო მობილობის სისტემა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ერთობლივი სემინარი აშშ ანაპოლისის სენთ ჯონსის კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად. პროგრამა ერთთვიანი იყო და მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (საქართველო) და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი (სომხეთი).

 

2009 წელი - ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ჯენიფერ ჰერინი (აშშ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის სემინარებს ატარებდა ბიზნეს ინგლისურის სწავლების მეთოდიკაში. აგრეთვე, ის უძღვებოდა ბიზნეს ინგლისური ენის კურსს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრმა „ადამიანური ჰარმონიული განვითარების საზოგადოების“ ხელშეწყობით სასტუმრო „ამბასადორში“ მოეწყო მრგვალი მაგიდა _ „ქალი და დანაშაულობა.“ Pპროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სენტ ჯონსის კოლეჯის (აშშ) ერთობლივი სასწავლო საზაფხულო პროგრამა „ათენი და იერუსალიმი“. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG” (საქართველოში ლიბერალური გნათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია)” მიერ.

 

2009 წელი - ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად თბილისსა და ბაკურიანში ჩაატარა საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტების სიმულაცია კავკასიის რეგიონში. პროექტის კოორდინატორი და ორგანიზატორი იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სვენ კონიაკი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდნენ აზერაბაიჯანელი და სომეხი სტუნენტებიც.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,კავკასიის პრობლემები წარსულში, აწმყოსა და მომავალში”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (საქართველო), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), თავისუფალი აზრის სახლი (საქართველო) და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი (სომხეთი).

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ „პლატონიზმი, არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი შუა საუკუნეებსა და ახალ დროში“. კონფერენციაში მონაწილებდნენ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსები ბურკჰარდ მოიზიში და ჰელმუტ შნაიდერი.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „ანთროპოლგიური მუდმივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში: მე _ პიროვნება _ საკუთრება _ თავისუფლება~. სემინარს ხელმძღვანელობდა გერმანელი პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი.

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი“.

 

2009 წელი - უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში.

 

2009 წელი - გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ შჩეცინის უნივერსიტეტთან (პოლონეთი).

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შევიდა Ullbe – მსოფლიოს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კატალოგში. http://www.ullbe.com/index.php?tbl=univ&act=search

 

2009 წელი - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხორციელდება USAID-ის პროექტი „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების“ (ECI) შესახებ.

 

2009 წელი - დაიდო ხელშეკრულება აისეკის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში.

 

2009 წელი - დაიდო ხელშეკრულება ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების გაგზავნას აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. გერმანული მხარის მიერ გაიცემა. აგრეთვე, გაიცემა სტიპენდიები თითოეულ სტუდენტზე 400 ევროს ოდენობით.

 

2009 წელი - სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ) დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს კონკურსის გავლის შემდეგ, ეძლევათ საშუალება გაიარონ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის კურსი სკრენტონის უნივერსიტეტში. კურსის დასრულების შემდეგ სტუდნეტები მიიღებენ აღნიშნული უნივერსიტეტის სერთიფიკატს.

 

2009 წელი - უნივერსიტეტი ახორციელებს თვისობრივად ახალი ტიპის პროექტს. ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამას, რაც გულისხმობს ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სტუდენტთა გაგზავნას ინგლისის ჰოუფ კოლეჯში და იქ PR მენეჯერის დამატებითი კვალიფიციკაციის მიღებას. დიპლომს გასცემს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰოუფ კოლეჯში მიღებული კრედიტების აღიარებით და, შესაბამისად, დამატებითი კვალიფიკაციის მინიჭებით.

 

2009 წელი - უნივერსიტეტი იწყებს ლიბერალურ-ამერიკულ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ანალოგია “ლიბერალურ ხელოვნებათა ბაკალავრის აკადემიური პროგრამისა“, ის თავისი არსით უნიკალურია. არის მულტიდისციპლინარული და მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას - სამართლის, ეკონომიკის, მართვის, სოციალურ-პოლიტიკურ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს.

 

2009 წელი - აშშ საელჩოში ჩატარდა საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ფედერალისტები“ პრეზენტაცია. უნივერსიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა 600 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც მოიცავს ამერიკის დამფუძნებული მამების ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეიმის 85 ნაშრომის თარგმანს ორიგინალური კომენტარების ჩათვლით, და ეხება აშშ საკონსტიტუციო მოწყობის საკითხებს. აშშ ელჩმა საქართველოში ბატონმა ჯონ ტეფტმა გახსნა რა პრეზენტაცია, უმაღლესი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთა შრომას. (www.federalistpapers.ge)

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

 

2010 წელი - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორთან ჯო მაკნალტთან, რაც ითვალისწინებს, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორებთან რონალდ ჯოკელთან, რიჩარდ ედვარდსთან და რიჩარდ ტორაკოსთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს მათ წევრობას ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა არჰავის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (თურქეთი) I ადგილი მოიპოვეს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის შექმნისათვის. ფესტივალი დაფინანსებული იყო არჰავის მუნიციპალიტეტის და ფესტივალის კომიტეტის მიერ.

 

2010 წელი - ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ მოიპოვა ამერიკული საბჭოების JFDP კუსდამთავრებულთა გრანტი ,,უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია“.

 

2010 წელი - უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

 

2010 წელი – სასტუმრო „დიპლომატში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „დანაშაულობასთან ბრძოლის კრიმინოლოგიური ასპექტები თანამედროვე მსოფლიოში”. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მაქს-პლანკის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია).

 

2010 წელი – სასტუმრო „მეტეხი პალასში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში~. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური II საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

 

2010 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა დასავლეთ ლონდონის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგისა და ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

2010 წელი - დაიდო ხელშეკრულება ბიზნესისა და ფინანსების ლონდონის სკოლასთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესისა და ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

2010 წელი - დაიდო ხელშეკრულება არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ), რის შედეგადაც უნივერსიტეტი გახდა არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესის, ჟურნალისტიკის, ლინგვისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904541

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By