ENG
სოსო ფხაკაძე
„ის ცოდნა, რომელიც აქ მივიღე - ჩემს პროფესიულ ასპარეზზე ძალიან წამადგა...“



 

 

ჩვენი დევიზია: თითოეული სტუდენტისგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი- თითოეულ სტუდენტს ზრუნვისა და მხარდაჭერის მაქსიმუმი.

 

ჩვენი მიზანია: ნიჭიერი და შრომისმოყვარე ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო პროდუქტი, აქედან გამომდინარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - ალმა მატერი უპრეცედენტოდ ამცირებს სწავლის გადასახადს და, ამავე დროს, აწესებს სხვადასხვა სახის ფინანსურ შეღავათს.

 

 

აკადემიური მხარდაჭერის მიზნით:

 

 

  • აბიტურიენტები, რომლებიც პირველ პრიორიტეტად (033) აირჩევენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სწავლის ღირებულება შეუმცირდებათ 15%-ით
  • აბიტურიენტები, რომლებიც  წარმოადგენენ მოსაწვევს 1+1 (ჟურნალი „უნივერსი“-ს გაზაფხულის სეზონის N1 გამოცემის მე-3 გვერდი) სწავლის ღირებულება დამატებით შეუმცირდებათ 5%-ით
  • აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ „საგზურს ალმა მატერის სამყაროში“ (საგზურის მოპოვება შეგიძლიათ 27-28 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე) მიიღებენ 5-დან 100 პროცენტამდე ფასდაკლებას სწავლების საზღაურზე (ნომინაციის შესაბამისად).
  • სემესტრის შედეგებით ყველაზე მაღალი რეიტინგის სტუდენტები განთავისუფლდებიან სწავლის გადასახადისგან, შესაბამისად, 100-70-50 პროცენტით.

 

 

 

სოციალური მხარდაჭერის მიზნით:

 

  • იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი წარმომადგენელი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, თითოეულის სწავლის საზღაური შემცირდება 10 %-ით.
  • შესაძლებელია სწავლის საზღაურის გადახდა ინდივიდუალური გრაფიკით.

 

 

საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერის მიზნით:

 

  • ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლას აფინანსებს უნივერსიტეტი.
  • უცხოეთში სწავლას, კრედიტების დაგროვების მიზნით, აფინანსებს უნივერსიტეტი, მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

 

 

ყველა ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება 4 აკადემიურ წელზე.

 

რას ხმარდება სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური

 

 

  • სასწავლო მასალის ქსერო ასლების უფასო სერვისს;
  • ორი უცხო ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას;
  • დამატებითი (მაინორ) საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას ანუ მეორე სპეციალობის დაუფლებას;
  • არჩევითი დისციპლინების სწავლებას;
  • უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამების გავლის შესაძლებლობას დისტანციური ონლაინ რეჟიმით, შესაბამისი სერთიფიკატების მიღებით;
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში ერთი სემესტრით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ორი დიპლომის და აკადემიური ხარისხის მიღებას;
  • უცხოეთში სტაჟირების შესაძლებლობას;
  • კარიერისათვის მომზადებას - სპეციალური ტრენინგ კურსების გავლას;
გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11260489

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By