სამართალი

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ოთხ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 240 კრედიტის მოგროვებას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

 

 

პროგრამის ელემენტებია:

 

 

  • სავალდებულო საბაზისო მოდულები - 108 კრედიტი;
    • საჯარო სამართალი - 30 კრედიტი;
    • კერძო სამართალი - 47 კრედიტი;
    • სისხლის სამართალი - 31 კრედიტი.

 

 

 

  • სამართლის საფუძვლები და მეთოდები – 20 კრედიტი;
    • სავალდებულო დისციპლინები - 10 კრედიტი
    • არჩევითი დისციპლინები - სავალდებულოა 10 კრედიტი.

 

 

 

  • სპეციალიზაციის მოდულები – 60 კრედიტი;

სპეციალიზაციის მოდული გულისხმობს კონცენტრაციას საჯარო, კერძო ან სისხლის სამართლის დისციპლინებზე, რაც არ კრძალავს არჩევანს სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, დასაშვებია სპეციალიზაცია კერძო სამართალში ადმინისტრაციული სამართლის ელემენტებით ან სისხლის სამართალში საერთაშორისო სამართლის ელემენტებით და მისთ.

 

  • პროგრამა ითვალისწინებს რეპეტიტორიუმს 12 კრედიტის ფარგლებში, რაც გულისხმობს კონცენტრული კურსის გავლას არჩევით მოდულში გაკეთებული კონცენტრაციის შესაბამისად.
  • თავისუფალი კომპონენტები / არაიურიდიული დისციპლინები - 40 კრედიტი, რაც გულისხმობს დისციპლინების არჩევანს სტუდენტის ინტერესის სფეროდან.
  • საუნივერსიტეტო სავალდებულო დისციპლინები - 10 კრედიტი - კრიტიკული აზროვნება და აკადემიური წერა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ზოგადი მათემატიკური უნარები.
  • საუნივერსიტეტო სავალდებულო მოდულები კონკრეტული დისციპლინების არჩევის შესაძლებლობით: ინსტრუმენტული მოდული - უცხო ენა - 10 კრედიტი, დონის არჩევის შესაძლებლობით, ისტორიულ-კულტურულ დისციპლინათა მოდული - 5 კრედიტი, სოციალურ დისციპლინათა მოდული - 5 კრედიტი, 10 კრედიტი - საუნივერსიტეტო და/ან სხვა თავისუფალი კომპონენტებიდან (მათ შორის უცხო ენა დონის არჩევის შესაძლებლობით).

 

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264259

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By