საჯარო მმართველობა და პოლიტიკა

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ოთხ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 240 კრედიტის მოგროვებას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60,  ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 90-ისა.

 

პროგრამა ითვალისწინებს:

 

 

1. ძირითადი სპეციალობისა და ორი დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში:

 

ა. ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 120 კრედიტი, საიდანაც 90 კრედიტი წარმოადგენს ძირითადი სპეციალობის სავალდებულო დისციპლინას. აღნიშნული თავის მხრივ იყოფა 30 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული. დანარჩენი 30 კრედიტი - ძირითადი სპეციალობის არჩევითი მოდული, რომელიც თავის მხრივ იყოფა 10 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული.

ბ. თითოეული დამატებითი პროგრამისათვის (minor) 60 კრედიტი.

გ. საუნივერსიტეტო დისციპლინების ინსტრუმენტული მოდულიდან - უცხო ენა 10 კრედიტი.

 

 

2. ძირითადი სპეციალობის, დამატებითი სპეციალობის და თავისუფალი კომპონენტების არჩევის შემთხვევაში:

 

ა. ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 120 კრედიტი, საიდანაც 90 კრედიტი წარმოადგენს ძირითადი სპეციალობის სავალდებულო დისციპლინას, აღნიშნული თავის მხრივ იყოფა 30 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული. დანარჩენი 30 კრედიტი - ძირითადი სპეციალობის არჩევითი მოდული, რომელიც თავის მხრივ იყოფა 10 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული.

ბ. დამატებითი პროგრამისათვის (minor) 60 კრედიტი;

გ. თავისუფალი კომპონენტებისათვის - 15 კრედიტი;

დ. საუნივერსიტეტო დისციპლინები - 3 0 კრედიტი.

ე. საბაკალავრო ნაშრომი - 15 კრედიტი;

 

 

3. ძირითადი სპეციალობისა და თავისუფალი კომპონენტების არჩევის შემთხვევაში:

 

ა. ძირითადი პროგრამის სავალდებულო დისციპლინებს - 120 კრედიტი, საიდანაც 90 კრედიტი წარმოადგენს ძირითადი სპეციალობის სავალდებულო დისციპლინას, აღნიშნული თავის მხრივ იყოფა 30 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული. დანარჩენი 30 კრედიტი - ძირითადი სპეციალობის არჩევითი მოდული, რომელიც თავის მხრივ იყოფა 10 კრედიტის მოცულობის სამ მოდულად : ეკონომიკისა და ფინანსების მოდული, სამართლის მოდული და სოციალურ- პოლიტიკური მოდული.

ბ. 60 კრედიტი ეთმობა კონცენტრაციის მოდულს;

გ. თავისუფალი კომპონენტებისათვის - 15 კრედიტი;

დ. საუნივერსიტეტო დისციპლინები - 30 კრედიტი;

ე. საბაკალავრო ნაშრომი - 15 კრედიტი.

 

მოცემული კომბინაციის განხორციელების შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს კონცეტრაციის მოდულში შემოთავაზებული სასწავლო დისციპლინების მინიმუმ 75%, დანარჩენი დისციპლინები შეუძლია შეარჩიოს სხვა კონცენტრაციის მოდულებიდან ან / და დამატებითი ( მაინორ ) პროგრამებიდან ან / და ძირითადი სპეციალობის არჩევითი მოდულებიდან.

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11041365

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By