საუნივერსიტეტო მოდულები

ბაკალავრიატი, როგორც საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხური, ისეთი აკადემიური პროგრამების ერთობლიობაა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას და შემდგომი აკადემიური ციკლის - მაგისტრატურისთვის აუცილებელი თეორიული საფუძვლების სწავლა/სწავლებას.

 

ბაკალავრიატში სწავლა გულისხმობს არანაკლებ 240 კრედიტის დაგროვებას.

 

ბაკალავრიატის მიზნებია:

 

სტუდენტთა მომზადება პროფესიული საქმიანობის დასაწყებად.

 

მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება და ზოგადი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

ზოგადი ცოდნის, როგორც დარგობლივი კომპეტენციისა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ფონური ინტელექტუალური რესურსის ფორმირება.

 

უნივერსიტეტში ხორციელდება 12 საბაკალავრო პროგრამა. თითეული ითვალისწინებს დამატებითი პროგრამისა და თავისუფალი კომპონენტების არჩევის შესაძლებლობას, გარდა სამართალმცოდნეობისა და სტომატოლოგიური პროგრამებისა, რომლებიც მხოლოდ თავისუფალი კომპონენტების არჩევის საშუალებას იძლება.

 

პროგრამის აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის კატალოგში. ამ გვერდით წარმოგიდგენთ სასწავლო დისციპლინებს, კრედიტების მითითებით, რომლებსაც გაივლით ამ თუ იმ პროგრამის ფარგლებში.

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11277553

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By