სამართალმცოდნეობა - საჯარო, კერძო, სისხლის სამართლის, საგამოძიებო საქმის დისციპლინებზე კონცეტრაციით

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ორ აკადემიურ წელზე, სემესტრში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს და შუალედურ შეფასებას. 8 კვირა ეთმობა კონსულტაციებსა და შემაჯამებელ შეფასებებს. პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ 120 კრედიტის მოგროვებას (წელიწადში - 60 კრედიტი). 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

სამართალმცოდენოების სამაგისტრო პროგრამას წელს დაემატა საგამოძიებო საქმის მოდული. (ინფორმაცია მოიძიეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში)

 

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

 

პროგრამის ელემენტებია:

 

 

  • სავალდებულო საბაზისო მოდულები - 10 კრედიტი; სავალდებულო წინაპირობაა საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულებით სასწავლო და სამეცნიერი კომპონენტების შესასრულებლად.
  • პრაქტიკული კომპონენტი – 25 კრედიტი; ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული ნაწილებით. სტუდენტი გადის პრაქტიკას სასწავლო კლინიკის ფარგლებში.
  • სპეციალიზაციის თეორიული კომპონენტები – 60 კრედიტი;
    • საბაზისო (სავალდებულო 5 კრედიტი);
    • უცხო ენის კომპეტენციის კომპონენტი (სავალდებულო 10 კრედიტი)
    • კონცენტრაციის მოდული (გულისხმობს სტუდენტის კონცენტრაციას საჯარო, კერძო ან სისხლის სამართალში, რაც არ კრძალავს არჩევანს სხვადასხვა მიმართულებით, მაგ., გააკეთოს სპეციალიზაცია კერძო სამართალში საჯარო სამართლის ელემენტებით, იმ აუცილებელი მოთხოვნის დაცვით, რომ სავალდებულო 45 კრედიტიდან 75% უნდა მოდიოდეს სპეციალიზაციის მოდულიდან).
  • საჯარო, კერძო, სისხლის სამართლის და საგამოძიებო საქმის სპეციალიზაციის მოდული შეიცავს შიდა სტრუქტურას. მოდული შედგება 4 ნაწილისაგან. საგნები დაყოფილია შემდეგი ნიშნით: 1. შედარებითი ანალიზის ბლოკი, 2. თეორიულ პრობლემებზე ორიენტირებული ბლოკი, 3. პრაქტიკის პრობლემებზე ორიენტირებული ბლოკი და 4. საერთაშორისო სამართლის ასპექტებზე ორინეტირებული ბლოკი. სტუდენტი თითოეული ბლოკიდან ირჩევს მინიმუმ ერთ საგანს.
  • კვლევის კომპონენტი - 25 კრედიტი.

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11277619

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By