ბიზნესის ადმინისტრირება - ბიზნესის ადმინისტრირებისა და ენერგეტიკის მენეჯმენტის დისციპლინებზე კონცეტრაციით

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ორ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 120 კრედიტის მოგროვებას (წელიწადში - 60 კრედიტი). 1 კრედიტი შეიცავს 25 ასტრონომიულ საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

 

პროგრამა ითვალისწინებს:

 

  • საერთო საუნივერსიტეტო სავალდებულო მოდულის დისციპლინებს - 10 კრედიტი;
  • პროგრამის სავალდებულო მოდულის დისციპლინებს - 40 კრედიტი;
  • პროგრამის არჩევითი მოდულის სავალდებულო დისციპლინებს - 20 კრედიტი;
  • პროგრამის თავისუფალი მოდულის არჩევით დისციპლინებს - 10 კრედიტი;
  • პროფესიული პრაქტიკას - 10 კრედიტი;
  • სამაგისტრო ნაშრომს - 30 კრედიტი;

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11271417

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By