სამართალმცოდნეობა

სრული პროგრამული ციკლი გათვლილია 6 სემესტრზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა განკუთვნილია სწავლა/სწავლებისა და სამეცნიერო კვლევითი აქტივობისთვის. 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას. გამონაკლისია დამამთავრებელი წელი, რომელიც მოიცავს 45 კვირას.

 

პროგრამა დაგეგმილია 180 კრედიტით (წელიწადში 60 კრედიტი). დასაშვებია უფრო მეტი ან ნაკლები კრედიტის დაგროვება, მაგრამ არაუმეტეს 75-ისა წელიწადში. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები ან სტანდარტები განსაზღვრავს როგორც მიზნებსა და შედეგებს, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება აკადემიური და კვლევითი მიმართულებებით. აკადემიური აქტივობა დაგეგმილია 55 კრედიტით, დანარჩენი - 125 კრედიტი განკუთვნილია სამეცნიერო კვლევებისათვის. სტუდენტი კონცენტრაციას ახდენს სამართლის ერთ-ერთი დარგის ფარგლებში ცოდნის გაფართოვებასა და კვლევაზე.

 

სასწავლო მიმართულება მოიცავს შემდეგ მოდულებს:

ა. ზოგადი კომპეტენციის განმავითარებელი დისციპლინების მოდული (15 კრედიტი)

ბ. მეთოდოლოგიური დისციპლინების მოდული (10)

გ. დარგობრივი დისციპლინების მოდული (20)

დ. არჩევითი კომპონენტები (10-მდე)

 

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება მოიცავს:

ა) ორ კოლოკვიუმს, რომელიც გულისხმობას, სამეცნიერო მოხსენებისა და სტატიის ფორმატით, კვლევის შედეგების ანალიზსა და შეფასებას. დასაშვებია კვლევითი პროექტის წარდგენა და დაცვა (არანაკლებ A5 ფორმატის 80 გვერდი), რომელიც რეცენზირებულია ორიდან ერთი უცხოელი ექსპერტის მიერ. ამ შემთხვევაში დოტორანტს ენიჭება 20 კრედიტი;

ბ) სამეცნიერო სტატიის მომზადებას საერთაშორისო რეფერირებადი გამოცემის სტანდარტის დაცვით (დისერტაციის შუალედური შეფასების ფორმატით);

გ) საკუთრივ სადისერტაციო ნაშრომს.

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11277626

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By