ბიზნესის ადმინისტრირება

სრული პროგრამული კურსი გათვლილია 6 სემესტრზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს. 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას.

 

პროგრამა დაგეგმილია 180 კრედიტით (წელიწადში 60 კრედიტი). დასაშვებია უფრო მეტი ან ნაკლები კრედიტის დაგროვება, მაგრამ არაუმეტეს 75-ისა წელიწადში. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები ან სტანდარტები განსაზღვრავს როგორც მიზნებსა და შედეგებს, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება აკადემიური და კვლევითი მიმართულებებით. აკადემიური აქტივობა დაგეგმილია 55 კრედიტით, დანარჩენი - 125 კრედიტი განკუთვნილია სამეცნიერო კვლევებისათვის. სასწავლო კომპონენტი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

 

ა. ზოგადი კომპეტენციის დისციპლინების მოდული (15 კრედიტი)

ბ. მეთოდოლოგიური დისციპლინების მოდული (10)

გ. დარგობრივი დისციპლინების მოდული (20)

დ. არჩევითი კომპონენტები (10-მდე)

 

 

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება მოიცავს:

 

ა) ორ კოლოკვიუმს სამეცნიერო მოხსენების და სამეცნიერო სტატიის დაცვით. სტატიის გამოქვეყნება სავალდებულოა რეფერირებად გამოცემაში, ხოლო მოხსენების წარდგენა - პირადად, ამასთან, სრული ფორმატით ან თეზისების სახით გამოქვეყნება. დასაშვებია სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა და წიგნის სახით გამოცემა (არანაკლებ A4 ფორმატის 80 გვერდი) ორიდან ერთი უცხოელი ექსპერტის რეცენზირებით. ამ შემთხვევაში დოტორანტს ენიჭება 20 კრედიტი და თავისუფლდება მეორე კოლოკვიუმისაგან;

 

ბ) სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებას რეფერირებად გამოცემაში (დისერტაციის შუალედური შეფასების ფორმატით);

 

გ) სამეცნიერო მოხსენების მომზადებას უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ფორუმისთვის წარდგენას, მონაწილეობის მიღებას და გამოქვეყნებას (დისერტაციის შუალედური შეფასების ფორმატით), ან სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებას უცხოურ რეფერირებად გამოცემაში. იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთის განხორციელება, დოქტორანტი ამზადებს კვლევით ნაშრომს დისერტაციიდან (არანაკლებ A4 ფორმატის 30 გვერდი), რომელიც ანონიმურად გადაეცემა უცხოელ ავტორს შესაფასებლად.

 

დ) საკუთრივ სადისერტაციო ნაშრომს.

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11353145

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By