ENG

ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამა

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა 2007 წელს დაიწყო ახალი, საქართველოს სინამდვილეში, თვისებრივად განსხვავებული პროექტის განხორციელება. არსებითად, ეს პროექტი, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის კიდევ ერთი პრაქტიკული გამოვლინებაა, რაც, თავის მხრივ, ბევრად მაღლა სწევს ჩვენი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტანდარტებს. 

 

მარტივად პროექტის სქემა ასეთია:

 

პირველი ეტაპი - სწავლა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

 

მეორე ეტაპი - დამამთავრებელ წელს სწავლის გაგრძელება ბუდაპეშტის ბიზნესის  საერთაშორისო სკოლაში (http://www.ibs-b.hu) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების აღიარებით.

 

მესამე ეტაპი - ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღება. პარალელურად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღება.

 

მექანიზმი

 

ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტის ბიზნესის საერთაშორისო სკოლას შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ბიზნესის საერთაშორისო სკოლა ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის მონიტორინგით განახორციელებს მისსავე საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

თავის მხრივ, ბიზნესის საერთაშორისო სკოლამ ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტთან შეთანხმებით განიხილა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სცნო ევროსტანდარტებთან მისი შესაბამისობა. ამის საფუძველზე, ოქსფორდის თანხმობით, დაიდო ხელშეკრულება მეორე დონის პარტნიორული ურთიერთობის შესახებ ჩვენს უნივერსიტეტთან. 

 

უფრო ზუსტად:

 

ა) პირველი დონის პარტნიორობა _ ოქსფორდი _ ბუდაპეშტი

ბ) მეორე დონის პარტნიორობა _ ოქსფორდი _ ბუდაპეშტი _ თბილისი

 

სქემა

 

ა) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს და განახორციელებს სწავლებას

 

ამის საფუძველზე:

 

ბ) ბუდაპეშტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლა დაასრულებს სწავლებას

 

ამის საფუძველზე:

 

გ) ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტი ანიჭებს აკადემიურ ხარისხს და დიპლომს MSc, პარალელურად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ანიჭებს აკადემიურ ხარისხს და დიპლომს MBA.

 

საფუძველი

 

პროექტი სრულად პასუხობს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, რომელიც წაახალისებს ამგვარი ტიპის პროექტებს, რადგან ის ხელს უწყობს ახალგაზრდა უნივერსიტეტების საგანმანათლებლო სტანდარტის სწრაფ ამაღლებას კლასიკური, ცნობილი უნივერსიტეტების დონემდე. ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური პროექტი ბიზნეს სკოლას განხორციელებული აქვს მოსკოვსა და შვედეთში.

 

რომელი აკადემიური ხარისხის მიღება შეგიძლიათ ამ პროექტით?

 რომელი აკადემიური ხარისხის მიღება შეგიძლიათ ამ პროექტით?

 

1. ბიზნესის ადმინისტრირება - BABS

2. საერთაშორისო  ბიზნესის ურთიერთობები - BAIBR

3. ფინანსები და საბურალტრო აღრიცხვა – BAFIN

4. ტურიზმის მენეჯმენტი - BATTM

5. საერთაშორისო ბიზნესი  -  MSc 

6. ფინანსური მენეჯმენტი    - MSc 

7. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი  - MSc 

8. მარკეტინგის მენეჯმენტი  - MSc 

პროექტის მთავარი უპირატესობა

 

მინიმალური ფინანსური დანახარჯებით ევროპული სტანდარტის კვალიფიკაციის მიღება, ოქსფორდის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებით. 

 

უნგრეთში სწავლას აფინანსებს უნივერსიტეტი, ცხოვრებასა და მგზავრობას - სტუდენტი.

 

მთავარი შედეგი

 

მწვანე შუქი საქართველოსა და ევროპის შრომის ბაზარზე.

 

კონკრეტული მაგალითი:

 

2007-2008 სასწავლო წელს ამ პროექტის ფარგლებში უნგრეთში გაიგზავნა მაგისტრატურის II დონის (კურსის) სტუდენტი დათო კვინიკაძე, რომელმაც წარმატებით დაასრულა კურსი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობით. 

 

სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ბიზნეს ოლიმპიადაში ( ამ ოლიმპიადაში მონაწილეობს მსოფლიოს 200-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი), 

რომელშიც იგი IV ადგილზე გავიდა  და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.

 

სწავლის დასრულების პერიოდშივე მან არაერთი შემოთავაზება მიიღო სერიოზული თანამდებობის დასაკავებლად ევროპის  წამყვანი კომპანიებიდან, მათ შორის, ინგლისის უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო კომპანიიდან, სადაც იგი დღესაც მუშაობს.

გაზიარება
დაბეჭდვა
საერთაშორისო
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10919388

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By