კრიმინალისტი (ფოტოდაქტილოსკოპი) III საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ საბაზო (9 კლასი) და სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაეუფლოს კრიმინალისტის პროფესიის შემდეგ ასპექტებს: შემთხვევის ადგილის ნახაზის აგება, კვალის აღმოჩენა, ფიქსირება, შეფუთვა, პროცესუალურად გაფორმება, ფოტოგრაფირება, ვიდეო გადაღება და ა.შ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.
სწავლის საზღაური შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
სრული პროგრამული კურსი გათვლილია ერთ აკადემიურ წელზე – 39 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 20 კვირა პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს.
სასწავლო კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 19 კვირა. აქედან, 15 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 1 კვირა - შუალედურ შეფასებას, 3 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.
პრაქტიკული კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 20 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს - 2 შუალედური შემოწმებით, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 60 კრედიტის მოგროვებას, 36 კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, 24 კრედიტი - სასწავლო პრაქტიკას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.