კრიმინალისტი (კრიმინალისტ-დეტექტივი) V საფეხური

კრიმინალისტი (კრიმინალისტ-დეტექტივი) V საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, რომელთაც აქვთ კრიმინალისტის III და IV საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომები.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მენეჯერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ კრიმინალისტ-დეტექტივად. პროგრამის ფარგლებში დამატებით შეისწავლება: საგამოძიებო, დაკითხვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფსიქოლოგია; ლიდერობის ხელოვნება; ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; დეტექტივის (გამომძიებლის) პროფესია და ა.შ.

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.

 

სწავლის საზღაური თითოეულ პროგრამაზე შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • 9 კლასის ატესტატი ან ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან (მხოლოდ მესამე საფეხურზე სწავლის მსურველებისთვის);
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთდ;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

სრული პროგრამული კურსი გათვლილია ერთ აკადემიურ წელზე – 39 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 20 კვირა პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს.

 

სასწავლო კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 19 კვირა. აქედან, 15 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 1 კვირა - შუალედურ შეფასებას, 3 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.

 

პრაქტიკული კურსი გრძელდება ერთი სემესტრის მანძილზე - 20 კვირა. აქედან, 19 კვირა მოიცავს პრაქტიკული სწავლების/პრაქტიკის პროცესს - 2 შუალედური შემოწმებით, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდის მომზადებასა და ჩაბარებას.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 60 კრედიტის მოგროვებას, 36 კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, 24 კრედიტი - სასწავლო პრაქტიკას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11271418

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By