სრული პროგრამული კურსი გათვლილია ორ აკადემიურ წელზე, წელიწადში – 38 კვირა. აქედან, 30 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, 2 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდის მომზადება-ჩაბარებას, ხოლო 6 კვირა - კონსულტაციებს და დასკვნითი გამოცდის მომზადება-ჩაბარებას. პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული დისციპლინების შესწავლის შემდეგ, პროფესიული სტუდენტები 2 თვიან საწარმოო პრაქტიკას მედია ორგანიზაციებში გაივლიან.

 

პროგრამა გულისხმობს სტუდენტის მიერ არანაკლებ 120 კრედიტის მოგროვებას, 60 კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, 60 კრედიტი - სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას. 1 კრედიტი შეიცავს 25 საათს. პროგრამის შედეგები მიიღწევა ცალკეული დისციპლინების სწავლის საშუალებით - შესაბამისი სილაბუსები განსაზღვრავს როგორც სასწავლო მასალის მოცულობას, ისე სწავლა/სწავლებისა და შეფასების მეთოდებს.

 

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში 60, ნაკლები ან მეტი კრედიტები, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

 

  • ტელე-რადიორეპორტიორი IV საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 2 წელი; პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს. იხ. პროგრამა.

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, რომელის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამისი საფეხურის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, აკრედიტირებულ დიპლომს.

 

ერთი წლის სწავლის საზღაური შეადგენს 1700 (ათას შვიდასი) ლარს.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

 

  • საშუალო სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • 2 ფოტოსურათი (3X4), CD დისკთან ერთდ;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11277629

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By