SocioNexus წარმოადგენს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ახალ პროექტს, რომელიც სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ელექტრონულად გამოაქვეყნონ თავიანთი სამეცნიერო შრომები ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. გამოქვეყნებამდე ნაშრომები ექვემდებარება რეცენზირებას ინსტიტუტში მოქმედი საბჭოს მხრიდან. აღნიშნული პროექტის მიზანია, წაახალისოს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სამეცნიერო აქტივობა და ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო უნარ-ჩვევების დახვეწასა და განვითარებას.