ჟურნალის პოლიტიკა

ქართული საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპისთვის მეტად ნიშანდობლივია რეფორმების მიმდინარეობა სამართლის ყველა მიმართულებით. რეფორმები დეტერმინებულია საერთაშორისო გლობალიზაციით, რომელიც ხელს უწყობს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ტენდენციების ფორმირებას. ნეგატიურ შედეგებს მიაკუთვნებენ დანაშაულობის ზრდას საერთაშორისო, ტრანსნაციონალურ და ნაციონალურ დონეებზე.

 

აღნიშნულ დონეებზე სამართლებრივი პრობლემების აქტუალიზაცია განსაზღვრავს ჟურნალ „გრიგოლ რობაქიძის უნივერესიტეტის აკადემიური მაცნეს“ (შემდგომში“აკადემიური მაცნე“) სამართლის სერიის გამოცემის მნიშვნელობასა და როლს. დღეისათვის სამართლებრივი რეფორმების პრობლემის მიმართ შეიმჩნევა საზოგადოების, მეცნიერების, სამართალდამცავი სისტემის მუშაკების, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გაზრდილი ინტერესი, რომლებიც მოწოდებული არიან სათანადოდ უზრუნველყონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით დეკლარირებული ადამიანის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

 

საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარების ტენდენციები მიზნად ისახავს განსაკუთრებული ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა დანაშაულობის პრევენციის რეალური მექანიზმების ძიება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო და ქონებრივი დავების რეგულირება და ა.შ. დასახული მიზნების განხორციელებას უდავოდ უწყობს ხელს მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ურთიერთქმედება როგორც სამეცნიერო-თეორიულ, ისე კანონგამოყენებით დონეებზე.

 

„აკადემიური მაცნეს“ გამოცემით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მიზნად ისახავს სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების სამეცნიერო-თეორიული და პრაქტიკული წინადადებების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგის შემდგომი განვითარებისთვის ძალისხმევის კონსოლიდაციასა და მეცნიერულად დასაბუთებული მოქმედებების შეჯერებას შიდასახელმწიფოებრივ, სახელმწიფოთაშორისო თუ საერთაშორისო დონეებზე.

 

სამართლის სხვადასხვა სფეროს თეორიული და პრაქტიკული საკითხების წარმოჩენის თვალსაზრისით „აკადემიური მაცნეს“ გაზრდილი სოციალური როლიდან გამომდინარე, სარედაქციო კოლეგიაში ჩართული არიან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი მეცნიერები, რომელთაც ფუნდამენტური ნაშრომები აქვთ შექმნილი სამართლის დარგში.

 

ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ჟურნალში ნაშრომებს აქვეყნებენ ახალგაზრდა სწავლულები, დოქტორანტები, მაძიებლები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და შესაძლებლობა ეძლევათ მკითხველთა ფართო აუდიტორიის სამსჯავროზე გამოიტანონ საკუთარი კვლევები თუ მოსაზრებები.

 

ვიმედოვნებთ, რომ „აკადემიური მაცნე“ იურიდიულ მეცნიერებათა დარგობრივი ურთიერთქმედების კონტექსტში, უცხოელი მეცნიერების გამოცდილების გაზიარების კვალდაკვალ, საშუალებას მოგვცემს საკუთარი წვლილი შევიტანოთ სამამულო მეცნიერების განვითარებაში, კანონმდებლობის მოდერნიზაციაში, სამართალდამცველი, სამართალგამოყენებითი, მაკონტროლებელი, საკანონმდებლო და სააღსრულებო ორგანოების მუშაობის დახვეწაში.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275340

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By