სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა

ძირითადი დებულებები

 

საპუბლიკაციო ეთიკის უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზა წარმოდგენილია: სამეცნიერო კვლევების წარმოებისას კეთილსინდისიერების დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე (სინგაპური, 22-24 ივლისი, 2010წელი) მიღებული და სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკის კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულებები (The Committee on Publication Ethics - COPE), ასევე სამოქალაქო სამართლის კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“

 

ჟურნალ „გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნეს“ რედაქცია პასუხისმგებლობას იღებს, დაიცვას:

 

  • სამეცნიერო პუბლიკაციების გამომცემლის ეთიკის ნორმები;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორის ეთიკის ნორმები;
  • სამეცნიერო პუბლიკაციების რეცენზირებისა და რედაქტირების ეთიკა.

 

 

სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების ეთიკა

 

  1. რედკოლეგია ვალდებულებას იღებს განსახილველად მიიღოს პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ყველა მასალა, დაიცვას სარედაქტორო ობიექტურობა და კეთილსინდისიერება წარმოდგენილი მასალების ავტორთა მიმართ მიუხედავად მათი ნაციონალური და რელიგიური კუთვნილებისა, სამსახურებრივი მდგომარეობისა, კომერციული ინტერესებისა და ჟურნალის დამფუძნებლისადმი დამოკიდებულებისა.
  2. რედკოლეგიის პოლიტიკა ეფუძნება საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისადმი პატივისცემას.
  3. სარედაქციო საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია: გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო-კვლევითი მასალის აქტუალობა, მნიშვნელობა, სიცხადე, სანდოობა, დასაბუთება.
  4. გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო-კვლევითი მასალის მაღალი კვალიფიკაციის დამადასტურებელ ძირითად პრინციპებად რედკოლეგია მიიჩნევს:
    • კვალიფიცირებულობას: კვლევის შედეგები წარმოჩინდეს ეთიკური და იურიდიული ნორმების შესაბამისად, ავტორებს ეკისრებათ კოლექტიური პასუხისმგებლობა საკუთარი ნაშრომისა და პუბლიკაციის შინაარსზე;
    • კვლევის ორიგინალობას: შედეგები წარმოადგენილ უნდა იქნეს ფაბრიკაციის, ფალსიფიკაციის გარეშე, დაუშვებელია მონაცემებით არაკეთილსინდისიერი მანიპულირება.
    • ყოველმხრივობას: კვლევის მიმოხილვა და შედეგები უნდა იყოს დაბალანსებული, სრული და შეიცავდეს მონაცემებს, იმისდამიუხედავად ამართლებენ თუ არა ისინი პუბლიკაციის ავტორის ჰიპოთეზასა და დასკვნებს.
    • კომპერატიულობას: კვლევის შედეგები წარმოჩენილ უნდა იქნეს ანალოგიური ან მსგავსი კვლევების შედეგების კონტექსტში;
    • სიახლეს: ავტორები იძლევიან გარანტიას, რომ წარმოდგენილი მასალა ორიგინალურია, ადრე არცერთ გამოცემაში და არცერთ ენაზე ყოფილა გამოქვეყნებული. ნაშრომი არ შეიძლება გამოსაქვეყნებლად წარდგენილ იქნეს ერთდროულად რამოდენიმე გამომცემლობაში.
    • გამჭვირვალობას: პუბლიკაციაში უნდა აისახოს კვლევის დაფინანსების ყველა წყარო, მათ შორის არაპირდაპირიც (დანადგარებით, მასალებით უზრუნველყოფა და სხვ.)
  5. რედკოლეგია ახორციელებს კვალიფიცირებული რეცენზირების, ექსპერტული შეფასების, რედაქტირების პოლიტიკას, მიუკერძოებლობის გარანტიით.
  6. რედკოლეგია იღებს გადაწყვეტილებას სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების ან არ მიღების შესახებ დამოუკიდებელი რეცენზენტების ყველა კომენტარის გათვალისწინებით. შეტყობინება საბოლოო გადაწყვეტილებისა და მისი მიღების მიზეზების თაობაზე გაეგზავნებათ ავტორებს.

 

 

სამეცნიერო სტატიების ავტორთა ეთიკა

 

 

  1. სტატიის ავტორთა ჩამონათვალში ჩართულ უნდა იქნენ პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტორობის კრიტერიუმებს (ანუ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნაშრომის შექმნაში).
  2. პუბლიკაციის ავტორები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ აცნობონ რედაქციას შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში პუბლიკაციისთვის გადაცემულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომში.
  3. პუბლიკაციის ავტორებმა უნდა იხელმძღვანელონ საკანონმდებლო ნორმებით საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. საავტორო უფლებით დაცული მასალები (ცხრილები, ციფრები ან მსხვილი ციტატები) შეიძლება კვლავწარმოებული იქნეს მხოლოდ მფლობელთა ნებართვით.

 

 

 

სამეცნიერო პუბლიკაციების რეცენზირებისა და რედაქტირების ეთიკა

 

 

  1. რედაქცია იძლევა წარმოდგენილი მასალების დამოუკიდებელი რეცენზირების გარანტიას;
  2. ჟურნალის პოლიტიკის შესაბამისად, რედაქცია ადგენს გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი მასალების რეცენზირების ჩატარების პროცედურას;
  3. რედაქცია იტოვებს უფლებას უარი თქვას მასალის გამოქვეყნებაზე დამოუკიდებელი რეცენზირების ჩატარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეესაბამება ჟურნალის თემატიკას ან შესრულებულია არასაკმარისად მაღალ აკადემიურ დონეზე;
  4. რედაქცია სარგებლობს დამოუკიდებელი რეცენზენტების მომსახურებით;
  5. რედაქცია უზრუნველყოფს რეცენზენტების პირადი მონაცემების კონფიდენციალობას;
  6. რედაქტორები ვალდებულებას იღებენ წარუდგინონ ავტორებს წაყენებული მოთხოვნების ჩამონათვალი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275365

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By