მოთხოვნები გამოსაქვეყნებელი სტატიის მიმართ

 

  1. სტატიის გამოქვეყნების პირობები
    • წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს დასრულებული, შეიცავდეს აქტუალური პრობლემის კვლევას ნაციონალური და/ან საერთაშორისო მასშტაბებით, სიახლეს, პრობლემის (ამოცანის) დასმასა და გადაწყვეტას, აირეკლავდეს კვლევის ძირითად შედეგებს.
    • სტატია მიიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    • უნდა აკმაყოფილებდეს გაფორმების წესებს;
    • გადასახადი გამოქვეყნებისთვის დაწესებული არ არის.
  2.  

  3. სტატიის გაფორმების წესი:
    • სტატია წარმოდგენილi უნდა იქნეს ნაბეჭდი სახით და ელექტრონულ მატარებელზე (e-mail; CD); ფურცლის ფორმატი Microsoft Word A-4, შრიფტი Times New Roman (ინგლისური ვერსიისთვის) და Sylfaen (ქართული ვერსიისთვის), ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1, ველების მანძილი (ყველა მხრიდან)-20მმ. სტატიის მოცულობა 10 გვერდამდე.
    • სტატიას თან ახლავს რეზიუმე (მოცულობა 200-250-სიტყვა), რომელიც ასახავს სტატიის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს, ასევე 3-5 საძიებო სიტყვას.
    • სტატიაში სქოლიო მიეთითება კვადრატულ ფრჩხილებში, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაზე დაყრდნობით.
    • სტატიის თანმხლები გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა ფორმდება ანბანური თანმიმდევრობით წყაროს ბიბლიოგრაფიული მონაცემების აუცილებელი მითითებით.
    • სტატიას თან ახლავს მონაცემები ავტორის შესახებ: გვარი, სახელი, სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება, თანამდებობა, სამუშაო (სწავლის) ადგილი, საკონტაკტო მონაცემები (ტელეფონის ნომრები, ფაქსი, e-mail, საფოსტო ინდექსი და მისამართი).

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275375

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By