სტატიის რეცენზირების წესი

  1. შემოსულ სტატიებს განიხილავს „აკადემიური მაცნეს“ სარედაქციო კოლეგია 2 თვის განმავლობაში;
  2. სარედაქციო კოლეგიაში შემოსული სამეცნიერო სტატიები სავალდებულო წესით ექვემდებარება რეცენზირებას;
  3. რეცენზენტის მიერ სარედაქციო კოლეგიისთვის წარდგენილი დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი და შეიცავდეს რეკომენდაციას სტატიის გამოქვეყნებაზე;
  4. რეცენზია, ასევე, შეიძლება შეიცავდეს შენიშვნებს. ასეთ შემთხვევაში რეცენზენტმა უნდა მიუთითოს, რა სახის შესწორებებისა და დამატებების შეტანა იქნებოდა მიზანშეწონილი სტატიაში.
  5. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, რეცენზენტმა უნდა დაასაბუთოს სტატიის გამოქვეყნებაზე უარი.
  6. რეცენზია ფორმდება ელექტრონულად და წერილობით. მას ხელს აწერს რეცენზენტი.
  7. რეცენზიის ორიგინალები ინახება ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში.
  8. სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია განახორციელოს შემოსული მასალების სამეცნიერო და ლიტერატურული რედაქტირება;
  9. სტატიის ჩაბარებიდან 2 თვის შემდეგ სარედაქციო კოლეგია ავტორს ატყობინებს რეცენზირების შედეგებისა და სტატიის გამოქვეყნების ვადების შესახებ.
  10. სარედაქციო კოლეგია სტატიის ავტორს აწვდის ჟურნალის უფასო ეგზემპლარს.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275357

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By