ლეილა არხოშაშვილი

 

სტატია

სტატიის დასახელება

პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც ეხება

სარჩელისაგან მოპასუხის პროცესუალურ თავდაცვის საშუალებებს

ავტორი

ლეილა არხოშაშვილი

   

წელი

2013

Issue

2

Pages

82-88

           

რეზუმე

 

დღეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაფუძნებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოპასუხე სარგებლობს მხარის უფლებით წარადგინოს თავისი მოსაზრებები სარჩელთან დაკავშირებით. აღნიშნული განმტკიცებულია როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ასევე სამოქალაქო კოდექსითაც. ჯერ კიდევ განსჯადობის საკითხის გარკვევის ეტაპზეა დაცული მოპასუხის უფლება წარადგინოს შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მოპასუხის ნებაზეა დამოკიდებული  დაეთანხმება თუ არა იგი მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ არჩეული სასამართლო გახდეს განსჯადი. ამას სჭირდება წერილობითი შეთანხმება მხარეებს შორის. თუ საქმის განხილვის ეტაპზე აღმოჩნდება, რომ არაგანსჯადი სასამართლო იხილავს საქმეს, სასამართლო ვალდებულია განუმარტოს  მოპასუხეს მისი უფლება, რომ მას შეუძლია წარადგინოს შესაგებელი არაგანსჯადობის წინააღმდეგ. თუ მოპასუხე წინააღმდეგი არ იქნება, მაშინ არაგანსჯადი სასამართლო განსჯადი გახდება.

კანონი განსაზღვრავს მოპასუხის არა მარტო უფლებებს, არამედ ვალდებულებებსაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი სარჩელში დასმულ საკითხებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

მოსარჩელეს, როდესაც მიაჩნია და არსებობს ამისი ვარაუდი, რომ მოპასუხემ დაურღვია მას უფლება, შეუძლია აღძრას სარჩელი, მაგრამ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ამ „ ვა-რაუდს" არანაირი საფუძველი არა აქვს, ე. ი. სარჩელი აშკარად უსაფუძვლოა. ამ შემთხვევაში მოპასუხე, რომელსაც არანაირი უფლება არ დაურღვევია მოსარჩელისათვის, მოსარჩელის უკანონო მოქმედების მსხვერპლი ხდება. ვფიქრობთ, რომ ასეთი დავების შემთხვევაში უნდა არსებობდეს კანონში რაიმე დამცავი მუხლი, რომელიც დაიცავს ასეთ მოპასუხეს. ამგვარი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილს, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს უნდა დაემატოს ახალი პუნქტი: „სარჩელი აშკარად უსაფუძვლოა". მოპასუხეს  შეუძლია  თავის დაცვა როგორც შესაგებლით, ასევე, შეგებებული სარჩელით. შეგებებული სარჩელი - ჩვეულებრივი სარჩელია. შეგებებული მას იმიტომ ეწოდება, რომ იგი აღიძვრის სხვა ძირითადი (თავდაპირველი) სარჩელის გამო, თუმცა, რომ არა ეს ძირითადი სარჩელი, იგი შეიძლება აღძრულიყო როგორც დამოუკიდებელი და ძირითადი სარჩელი.  შეგებებული სარჩელის წარდგენა შეზღუდულია დროში, ისევე როგორც შესაგებლის წარდგენა. მოპასუხეს შეუძლია შეგებებული სარჩელის აღძვრა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეტანილი იქნება ძირითადი სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში არსებობს პრობლემური საკითხები, რომლებიც ეხება  სარჩელისაგან მოპასუხის პროცესუალურ თავდაცვის საშუალებებს და რომელთა შეწავლის გარეშე უგულებელყოფილი იქნება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

 

You can access full text version of the article.

სტატიის სრული ვერსია

 

ბიბლიოგრაფია

  1. ბოელინგი ჰ., ჭანტურია ლ. 2004. სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტი-ლებათა მიღების მეთოდიკა. თბილისი: ჯისიაი. 34.
  2. ლილუაშვილი თ., ხრუსტალი ვ. 2004. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კო-დექსის კომენტარი. თბილისი. სანი. 326.
  3. ბასილია ფ. #1(24)10 მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედე-გები. მართლმსაჯულება და კანონი . #1(24). 112.
  4. საქართველოს პარლამენტი. სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.  www. matsne.gov.ge. (12.06.2012) მუხლი 4.
  5. საქართველოს პარლამენტი. სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.  www. matsne.gov.ge. (12.06.2012) მუხლი 21.
  6. საქართველოს პარლამენტი. სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.  www. matsne.gov.ge. (12.06.2012) მუხლი 102.
  7. საქართველოს პარლამენტი. სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.  www. matsne.gov.ge. (12.06.2012) მუხლი 106.
  8. სსიპ საქართველოს საკაკონმდებლო მაცნე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი.
  9. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. საქართველოს უზენაესი სასა-მართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი  სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე. www.supremecourt.ge. (23 02 2009 #12) გვ. 39.
  10. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. საქართველოს უზენაესი სასა-მართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი  სამოქალაქო, სამეწარმეო და სხვა კატეგორიის საქმეებზე. www.supremecourt.ge. (11.03.2010 #11. გვ. 79).

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275368

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By