ზურაბ ლაზაშვილი

 

სტატია

სტატიის დასახელება

ანტიკორუფციული კანონმდებლობის  პრევენციული თავისებურებანი

აშშ -სა და დიდი ბრიტანეთის  კანონმდებლობაში

ავტორი

ზურაბ ლაზაშვილი

   

წელი

2013

Issue

2

Pages

89-97

           

რეზუმე

 

კორუფცია  კაცობრიობის თანხლები პროცესია განვითარების უძველესი დროიდან.   ჯარიმა მექრთამეობისათვის ჯერ კიდევ ჰამურაპის (4 ათასი წელი ჩვ.წ.ა.) კანონებით იყო გათვალისწინებული. ამ ანტისაზოგადოებრივი მოვლენის მავნე ზეგავლენა იგრძნობა ყველა ქვეყანაში, მიუხედავად სახელმწიფო წყობისა  ან ტრადიციისა. კორუფციის მკვეთრი  ზრდა  აღინიშნა საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პერიოდში XIX საუკუნეში. ამავე დროს დაიწყო კორუფციის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემუშავების პირველი მცდელობები, მაგრამ ანტიკორუფციული სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება არც მსოფლიოში და არც ცალკეულ სახელმწიფოში  არ მომხდარა. მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც რიგ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა, შესაძლებელი გახდა მისი გავლენის მინიმიზაცია საზოგადოების ყველა  სფეროში. ამ მხრივ, საინტერესოა იმ ქვეყნების  გამოცდილება, რომლებსაც აქვთ რაოდენობრივად დიდი მმართველობითი აპარატი.  ეს, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანაა.

სტატიაში განხილულია პრევენციული ანტიკორუფციული კანონმდებლობის თავისებურებანი შეერთებული შტატების, დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, იაპონიის, კორეის, სინგაპურის და ჩინეთის მაგალითზე .

ამერიკული სამართლის მიხედვით, ჩინოვნიკმა წახალისება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ოფიციალურად - ხელისუფლების მხრიდან. ამ წესის დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე, ან სასჯელთა ერთობლიობა.

დიდ ბრიტანეთში, კორუფციის (მექრთამეობის) სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველს წარმოადგენს 1889 წლის კანონი საჯარო დაწესებულებებში მექრთამეობის შესახებ და 1906 და 1916 წწ. კანონები კორუფციის პრევენციის შესახებ.

დასახელებულიდან პირველი კანონი გმობს "ქრთამის მოთხოვნის ან მიიღებას, ან საჩუქრის, სესხის ან სხვა რაიმე ღირებულის მიღებაზე თანხმობას, რათა ამგვარი ქმედება არ გახდეს ჩინოვნიკის მხრიდან რაიმე სახის მოქმედებების განხორციელების ან მოქმედებებისაგან თავის შეკავების მოტივაცია."

ანტიკორუფციული ნორმები მიმართულია პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიმღები სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილი სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლისკენ, ასევე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების უკანონო დაფინანსების აღკვეთისკენ.

 

You can access full text version of the article.

სტატიის სრული ვერსია

 

ბიბლიოგრაფია

 

ავტორთა კოლექტივი. 2008. კრიმინოლოგია. თბილისი. 

2. კავტორთა კოლექტივი. 2002 . კრიმინოლოგია და სამართალდამცავი სისტემები. თბილისი.

3.ღლონტი გ. 2003. საქართველოში  ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის კრიმინოლოგიური შესწავლა. თბილისი.

4. ღლონტი გ.  2003. კორუფცია საქართველოში, თეორია და პრაქტიკა. მაცნე. თბილისი.

5. USAID ANTI_CORRUPTION PROJECTS AND PROGRAM IN EUROPE   AND EURASIA  

    International Anti- Coruption Forum, April, 17. 2002.

6. CORRUPTION TRAIAL STARTS FOR MAYOR OF PROVIDENCE. The New York Times, 24.04.

7. Мелор Стуруа НОВЫЙ ГЕРОЙ АМЕРИКИ МК,"23.08.02

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275347

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By