2014 წლის მარტს, დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტების შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა გამარჯვა და მოიპოვა 100 %-იანი დაფინანსება.

 

გამარჯვებული სტუდენტები 2014 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ ევროპის სამ წამყვან უნივერსიტეტში. კერძოდ, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალმოს უნივერსიეტი (შვედეთი), როვირა ი ვირხილის უნივერსიტეტი (ესპანეთი).

 

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები:

 

  1. ლუკა ხაჩიძე - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  2. ანა ფაცაცია - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  3. ნათია გამყრელიძე - სოციოლოგიის საბაკალავრო პროგარმის სტუდენტი
  4. სალომე წულაძე - ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
  5. გიორგი ხუროშვილი - ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

 

 

გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტებში გაიმარჯვა გრიგოლ რობაქიძის მიერ შეთავაზებულმა 21 აპლიკანტმა მეორე და მესამე მიზნობრივი ჯგუფებიდან.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია გამარჯვებულ სტუდენტებს ულოცავს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261860

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By