პეტრე დაუთაშვილი

 

სტატია

სტატიის დასახელება

სასამართლოს ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურობის შესახებ.

ავტორი

პეტრე დაუთაშვილი

   

წელი

2013

Issue

2

Pages

32-40

           

რეზუმე

წინამდებარე სტატიაში მსჯელობა ეხება სასამართლოს ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურობას. ამ პრობლემის იურიდიული ანალიზისათვის შესწავლილი და გააზრებული იქნა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა მრავალი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი თუ კანონმდებლობა, რომლებზე დაყრდნობითაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დარღვეული იქნა მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი მხოლოდ სასამართლოების მიერ. ჩვენ მიერ არ მოიძებნა (და ბუნებაშიც არ  არსებობს) არც ერთი სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც, თუნდაც გამონაკლისის სახით, მიუთითებდეს სასამართლოს რაიმე უფლებამოსილების დელეგირებას სხვა უწყებასა თუ თანამდებობის პირზე. ნიშანდობლივია, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გაუაზრებლად შეტანილმა ცვლილებებმა საფუძველი დაუდო სასამართლოს უფლებამოსილებათა დელეგირების ანტიკონსტიტუციურობას, განსაკუთრებით ისეთ სამთავრობო უწყებაში, როგორიცაა: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , სასურველი  და აუცილებელიცაა, რომ:

 1. კანონმდებელმა გაიზიაროს ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები და ქართულ სამართლებლივ სივრცეში სასწრაფოდ აღმოფხვრას სასამართლო უფლებამოსილებათა არაკონსტიტუციური დელეგირება ზემოთ აღნიშნულ კანონმდებლობებსა  თუ უწყებებში, რათა მომავალშიც დარღვეული არ იქნას მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი მხოლოდ სასამართლოების მიერ.

2. წინააღმდეგ შემთხვევაში ,დაისვას საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე  ამ ორი უწყების: სასამართლოსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ადგილობრივ საბჭოს უფლებამოსილებათა კოლიზიის აღმოსაფხვრელად.

You can access full text version of the article.

სტატიის სრული ვერსია

ბიბლიოგრაფია

1.       საქართველოს კონსტიტუცია.1995(უახლესი რედააქციით). თბილისი

2.       საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.1999 (უახლესი რედააქციით). თბილისი

3.       საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. 2009 (უახლესი რედააქციით). თბილისი

4.       საქართველოს პატიმრობის კოდექსი. 2009. (უახლესი რედააქციით). თბილისი

5.       სასჯელაღსრულებითი სამართალი. 2011. თბილისი.

6.       კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ. 2004. თბილისი.

7.       კანონი პროკურატურის შესახებ. 2008. თბილისი.

8.       კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. 2008. თბილისი.

9.       არასრულწლოვანთა მიმართ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010. თბილისი.

10.    საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დებულება. 2010. თბილისი.

11.    საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ. 2008. თბილისი.

12.  მოსულიშვილი მ. 2008. ''სასამართლო ხელისუფლება'', კრიმინოლოგია. თბილისი.

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11275343

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By