დევი ხვედელიანი

სტატია

სტატიის დასახელება

კვალიფიკაციის პრობლემები საერთაშორისო კერძო სამართალში

ავტორი

დევი ხვედელიანი

   

წელი

2013

Issue

2

Pages

4-16

           

რეზუმე

 

წარმოდგენილ სტატიაში პირველად საქართველოს იურიდიულ ლიტერატურაში განხილულია რა კვალიფიკაციის ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართლებრივი ტერმინების კვალიფიკაციის პრობლემა, პირველადი საკითხი და ე.წ. "კოჭლი ურთიერთობები", შემოთავაზებულია მათი გადაწყვეტის გზები, რაც მას საინტერესოს ხდის  თეორეტიკოს და პრაქტიკოს იურისტებისათვის.

 

განხილული თეორიების შედარებით_სამართლებრივი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს მივიჩნიოთ, რომ კვალიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით ისე, რომ არ დაირღვეს სამართლის ნორმების შინაარსი. ამდენად მიზანშეწონილია, რომ ამ პრობლემის რეგლამენტაცია განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი დამატებითი მუხლი შევიდეს სკს-ის შესახებ საქართველოს კანონში.

 

`პირველადი კოლიზიური საკითხის~ გადაწყვეტის სხვადასხვა მოდელების განხილვისას ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ  ყველაზე ოპტიმალური მოდელი არის ის, რომელიც ითვალისწინებს ძირითადი და დამატებითი საკითხის მიმართ დამოუკიდებელი კოლიზიური საბამის გამოყენებას, რითაც მიიღწევა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა.

 

კვლევიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს "კოჭლი ურთიერთობების" არა მხოლოდ საკანონმდებლო რეგლამენტაცია, არამედ ამ საკითხის გადაწყვეტის ერთიანი თეორიული მოდელიც.  "კოჭლი ურთიერთობების" გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნის კოლიზიური და მატერიალური ნორმების უნი­ფიკაცია, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ყველა სახელმწიფო ცდილობს გაავრცელოს საკუთარი კოლიზიური და მატერიალური ნორმების მოქმედება სამართლებრივ ურთიერთობებში, რაც შეუძლებელს ხდის ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე ერთიან მოწესრიგებას.

 

You can access full text version of the article.

სტატიის სრული ვერსია

 

ბიბლიოგრაფია

 

1. Abbo Junker.  1998. Internationales Privatrecht, München.

2. Harald Koch, Ulrich Magnus, Peter Winkler von Mohrenfels. 2004. IPR und Rechtvergleichung.  

    München.

3. Karl-Hainz Kunz. 1998. Internationales Privatrecht, Köln, Berlin, München.

4. Karl Firsching, Bernd von Hoffmann. 1998. Internationales Privatrecht einschlisslich der Grund­zűge des Internationalen   Zivilverfahrensrecht. Műnchen,

5. Thomas Rauscher. 2002. Internationales Privatrecht. Heidelberg.

6. Rabel E. 1945.The Conflict of Laws: A Comparative Study.Vol.1. Chicago.

7. Ануфриева Л.П., Бекяшев К.А., Дмитриева Г.К.  2004.Международное частное право. М.

8. Вольф М. 1949. Международное частное право. М.

9. Лунц Л.А. 2002. Курс международного частного права в двух томах. М.

10. Сергеева А.П., Толстой Ю.К., Елисеев И.В. 2002. Комментарий к ГК РФ, часть третья, М.

11. Иссад П.  1989. Международное частное право.  М.

12. Толстых В.Л. 2002. Коллизионное регулирование в международном частном праве.

13. Раапе Л. 1960. Международное частное право. М.

14. Х.Кох, У.Магнус,П.Винклер фон Моренфельс. 2001. МЧП и  сравнительное правоведение. М.

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11041397

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By