ENG

რექტორის ბიოგრაფია

ბატონი მამუკა თავხელიძე დაიბადა თბილისში, 1954 წელს. მას უმაღლესი პედაგოგიური განათლება აქვს მიღებული. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია “ევროპული დიდაქტიკა”, რომელიც გამოიცა ფონდ ,,ღია საზოგადოება, საქართველოს” ხელშეწყობით.

 

2004 წელს ბატონი მამუკა თავხელიძისა და მისი კოლეგის ბელა გომელაურის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია “უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მართვა-აკრედიტაცია”, რომელშიც აკადემიური ხარისხის მართვის სისტემების თეორიული საფუძველები და მთავარი პრინციპებია გაანალიზებული, განხილულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამოცდილება აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ნაშრომი, საქართველოში, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური ხარისხის მართვის პრობლემებს ეხება.

 

წლების განმავლობაში ბატონი მამუკა თავხელიძე მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე – იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორის თანაშემწე, საქართველოს განათლების მინისტრის თანაშემწე, სახელმწიფო პედაგოგიურო უნივერსიტეტის დოცენტი, აღმზრდელობითი განყოფილების გამგე, ხოლო 1992 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. სწორედ ის იყო ინიციატორი ამ უნივერსიტეტის დაარსებისა და გადამწყვეტი როლი შეასრულა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებაში.

 

1994 წელს პროფესორი მამუკა თავხელიძე აირჩიეს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების აკრედიტაცია-სერთიფიცირების სახელმწიფო საბჭოს წევრად.

 

1998 წელს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბატონი მამუკა თავხელიძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

 

2000 წელს პიერ ფოჩარდის საერთაშორისო აკადემიამ პროფესორი მამუკა თავხელიძე ამ ორგანიზაციის საპატიო აკადემიკოსად აირჩია.

 

2003 წლიდან ბატონი მამუკა თავხელიძე არჩეულია ოქსფორდის მრგვალი მაგიდის მრჩეველთა საბჭოს წევრად და ექსპერტად.

 

2012 წლის მაისში ბატონი მამუკა თავხელიძე აირჩიეს საქართველოს განათლების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად.

 

2013 წელს ბატონი მამუკა დასახელდა წლის რექტორად.

 

2013 წელს განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბატონი მამუკა დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

 

ბატონ მამუკა თავხელიძეს ჰყავს ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი. მისი ჰობია მუსიკა, პოეზია, ცურვა.

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11272508

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By