საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ფოთისა და ხობის ეპარქიაში

2014 წლის 28-29 ნოემბერს ფოთისა და ხობის ეპარქიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში". კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

 

კონფერენციის სამუშაო გეგმა:

 

კონფერენციის გახსნა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

 

პროფ. თენგიზ ირემაძე, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) - ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი)

 

პროფ. მაგდა მჭედლიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზანტინისტიკის ინსტიტუტი - იოანე პეტრიწისა და ნიკოლოზ მეთონელის „დიალოგი" პროკლეს ფილოსოფიის შესახებ

 

პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიუნებურგის უნივერსიტეტი (გერმანია) - Friedrich Creuzer findet Joane Petrizi. Geschichte einer Entdeckung [ფრიდრიხ კროიცერი „იპოვის" იოანე პეტრიწს. ერთი აღმოჩენის ისტორია], მოხსენების თარგმანი შეასრულა ასისტ.-პროფესორმა გიორგი თავაძემ

 

მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია) - ჰუმანიზმის იდეები შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო სამართალში

 

პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ცენტრის დირექტორი) - შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიური პარადიგმები

 

პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი (გერმანია) / ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე) - Wer ist Pseudo-Dionysios Areopagita? [ვინ არის ფსევდო-დიონისე არეოპაგელი?] მოხსენებისა და დისკუსიის თარგმანი შეასრულა ასისტ.-პროფესორმა გიორგი თავაძემ

 

პროფ. ლალი ზაქარაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის მეცნიერებათა განყოფილების გამგე) - დიონისე არეოპაგელის მისტიკური ღვთისმეტყველება და შუა საუკუნეების ქართული აზროვნება (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი)

 

მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი - მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო

 

დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - იოანე დამასკელი ქართულ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო  ტრადიციაში

 

გიორგი ხუროშვილი, ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი (პოზნანი/პოლონეთი) -პოლიტიკური აზროვნების კონცეფციები შუა საუკუნეების საქართველოში (არსენ იყალთოელი და დავით აღმაშენებელი) ონლაინ-ჩართვა განხორციელდა ქ. პოზნანიდან 

 

პლენარული მოხსენება: მეუფე ზენონი (იარაჯული), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი - ისლამი თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში

 

 

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10913970

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By