2007წ-დან დღემდე იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის (დღეისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს) უფროსი.
დაიბადა 1964 წლის 18 აგვისტოს, თბილისში.
1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. პროფესიით /სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.
ქალბატონი ნინო კიკაბიძე 1993 წლიდან დღემდე მუშაობს პროფესიის სხვადასხვა პოზიციებზე.
1993-1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფიზიკოტექნიკური ქ/განყოფილების ინტერნი;
1994-1998წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფიზიკოტექნიკური ქ/განყოფილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი;
1998-2005წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფიზიკოტექნიკური ქ/განყოფილების გამგე;
2005-2007წწ. იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი;
ქალბატონ ნინო მონაწილეობდა საქართველოს სასამართლო ექიმთა კონფერენციებში.
საქართველოს სასამართლო ექიმთა I კონფერენცია. 2008წ.
საქართველოს სასამართლო ექიმთა II კონფერენცია. 2009წ.
საქართველოს სასამართლო ექიმთა III კონფერენცია. 2010წ.
საქართველოს სასამართლო ექიმთა IV კონფერენცია. 2011წ.
ჰყავს ერთი შვილი.